ოლიმპმა ბათუმში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპმა ბათუმში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

   სუპერლიგის
მეორე წრის მესამე ტური ბათუმში გაიხსნა. ზღვისპრეთმა ადგილობრივი გუნდისა და ოლიმპის
დაპირისპირებას უმპასპინძლა. ფავორიტად თბილისური გუნდი მოიაზრებოდა და საბოლოო ანგარიშიც
ოლიმპის სასარგებლოდ დაფიქსირდა- 105:66.

 სტუმრებს შეხვედრის
მოგება არ გასჭირვებიათ. თავიდანვე უპირატესობით დაიწყეს და პირველი ტაიმი 30-ქულიანი
უპირატესობით დაასრულეს. მეორე ნახევარში მასპინძელთა მხრიდან არაფერი შეცვლილა და  ოლიმპმა გასვლით მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

გამორჩეული მოთამაშეები:

ბათუმი- გიორგი ყველაშვილი 22 ქულა; ლასა კეშელავა 20 ქულა

ოლიმპი- ლევან ფაცაცია 24 ქულა, 8 მოხსნა; აკაკი დვალიშვილი
20 ქულა, 16 მოხსნა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:

გია კაზანჯიანი
(ოლიმპი)- ჩვენმა გუნდმა უკეთესად იასპარეზა, შემადგენლობაც მეტოქეზე
უკეთესი გვყავს და იოლი გამარჯვება მოვიპოვეთ. ყველა კომპონენტში ვაჯობეთ მოწინააღმდეგეს,
 განსაკუთრებით ფარქვეშ და სამქულიანებში. რაც
შეეხება ტრავმებს, მარტინას ანდრიუკაიტისი ნელ-ნელა შედის ფორმაში, თუმცა დღეს მისი თამაშის საჭიროება
არ იყო და დავასვენეთ. სუპერლიგა საკმაოდ საინტრესოდ მიმდინარეობს. გამოვყოფდი სატურნირო ცხრილის პირველ ექვსეულს, რომელთაც მიმდინარე ჩემპიონატში თანაბარი შანსები გააჩნიათ.

მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმი):  ჩვენი გუნდი შემადგენლობით
ისედაც სუსტია ოლიმპზე და ახლა ტრავმიანობაც დაგვემატა – ივანე მაისურაძემ და ნიკა რამიშვილმა დღეს ვერ იასპარეზეს,  ბოლომდე ვერ ჩაატარა შეხვედრა გიორგი ნანიტაშვილმა, რომელმაც  ფეხის ტრავმა მიიღო. შესაბამისად მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ და
დიდი სხვაობით დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ვიბრძოლებთ და ჩვენს უშუალო კონკურენტებს,
სამედიცინოს, თსუ-სა და სტუ-ს შეძლებისდაგვარად წინააღმდეგობას გავუწევთ.
ბათუმი – ოლიმპი 66:105