ოლიმპისა და მგზავრების გამარჯვებები

ოლიმპისა და მგზავრების გამარჯვებები

 შედეგები  გალერეასუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდების მატჩს დღეს
თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. „ოლიმპისა“ და „სოხუმის“ დაპირისპირება დაძაბული
ვერ გამოდგა. ოლიმპელებმა ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვეს, ხელიდან აღარ გაუშვიათ.

აუტსაიდერთა მატჩი „ოლიმპის“ დამაჯერებელი გამარჯვებით
– 79:65 დასრულდა, რაშიც სოლიდური წვლილი 19 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით რევაზ როგავამ
შეიტანა. 13 ქულით გეგი ბაქრაძე გამოირჩა. „სოხუმში“ 15-15 ქულით საუკეთესოები დავით
ბარბაქაძე და დუეინ ლათანი იყვნენ.

ამ გამარჯვებით „ოლიმპმა“ სატურბნირო მდგომარეობა გამოისწორა
და ლიგაში დასარჩენ ბრძოლას „სოხუმთან“, „ბათუმთან“ და „მგზავრებთან“ ერთად აგრძელებს.

ბათუმში ადგილობრივმა გუნდმა მგზავრებს უმასპინძლა და
დაძაბულ შეხვედრაში სტუმრებს დაუთმო გამარჯვება. მგზავრებმა 1 ქულის სხვაობით დაამარცხეს
მასპინძლები. მასპინძელთაგან საუკეთესოები ბესიკ ლეჟავა 21 ქულით და 7 პასით, კახაბერ
ჯინჭარაძე 17 ქულით და ივანე მაისურაძე 13 ქულით გამოირჩნენ, ხოლო გამარჯვებული მგზავრებიდან
კორი ალენმა და კაჰიმ რენსომმა 19–19 ქულა, დერნელ ტეილორი და რეჯი მერფიმ კი 13–13
ქულა შემატეს თავიანთ გუნდს.

პლეიაუტის მომდევნო თამაშები 10 მაისს გაიმართება.