ოლიმპი-არმიას წინასამტჩო პრესკონფერენცია

ოლიმპი-არმიას წინასამტჩო პრესკონფერენცია

დღეს სუპერლიგის მე-5 ტური ცენტრალური შეხვედრით იხსნება, სადაც ერთმანეთს  ,,ოლიმპი”- ,,არმია” ხვდებიან. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდების მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:
დავით თორთლაძე (ოლიმპის მთავარი  მწვრთნელი): არმია ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია,
რომელთანაც გამარჯვების შანსები მიზერულია.  იმ შემთხვევაში მოვიგებთ, თუ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა,
 მეტოქეს კი არაფერი.  ასევე უნდა აღვნიშნო რამდენიმე მოთამაშის ავადმყოფობა,
ბიჭებს ტრავმები არ აწუხებთ, თუმცა ვირუსები აქვთ და ამიტომ დღეს სრული შემადგენლობით
ვერ ვიასპარეზებთ.  

კოტე ტუღუში (არმიის მთავარი მწვრთნელი):  მეტოქეს აშკარად პრობლემები აქვს და ვუსურვებ ამ
პრობლემების მალე მოგვარებას. მოთელვაზე ოლიმპი სულ 8-9 კაცით ხურდებოდა. რაც შეგვეხება
ჩვენ,  ვეცდებით დღევანდელი შეხვედრაც გამარჯვებით
დავასრულოთ და წაუგებელი სერია გავაგრძელოთ. მართალია ტრავები არის ჩვენს გუნდში, თუმცა
 სერიოზული არაფერია.  ბაბუნაშვილი, ჩაჩიბაია და ტუჯანი განაცხადში არიან,
თუმცა სრული დატვირთვით ჯერჯერობით არ ვარჯიშობენ.  მომდვენო მატჩებს კარგ
ფორმაში  და უფრო მომზადებულნი უნდა შევხვდეთ.