ოლ სტარზე დასწრების მსურველ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ოლ სტარზე დასწრების მსურველ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

25 იანვარს, რუსთავის საკალათბურთო დარბაზში სუპერლიგის
“ყველა ვარსკვლავის” მატჩი გაიმართება. ოლ სტარი უმეტესად რეგიონებში ტარდება
და სუპერლიგის ხელმძღვანელობა ტრადიციულად უზრუნველყოფს ჟურნალისტების მგზავრობას.
ასე იყო ოლ სტარის ქუთაისში გამართვისას და ასე იქნება ახლაც.

რუსთავში გასამართ ოლ სტარზე დასწრების მსურველ ჟურნალისტებს 25 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლესთან კალათბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი
ავტობუსი დაელოდებათ. მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ 13:30 საათზე.