სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ყველა
ვარსკვლავის მატჩი-აქციისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა. გამოკითხვა 22 იანვრამდე,
დღის 12:00 საათამდე გაგრძელდება. ახლა კი გთავაზობთ იმ შედეგებს, რომელიც ამ დროისთვის
არის დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია
23 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თბილისისა
და რეგიონების გუნდები შეხვდებიან. სასტარტო ხუთეულები გამოკითხვის შედეგად შეირჩევა,
ხოლო გუნდების დანარჩენ 7-7 კალათბურთელს მწვრთნელები შეარჩევენ. „რეგიონის“ მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იქნება, ხოლო „თბილისს“ დავით უსტიაშვილი უხელმძღვანელებს. ოლ სტარში მწვრთნელები სუპერლიგის ცხრილის საწყისი 2 წრის შემდეგ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან – „ბათუმიდან“ და „ქუთაისიდან“ შეირჩნენ.
ყველა ვარსკვლავის მატჩთან ერთად
გაიმართება კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. სუპერლიგის ოლ სტარში კალათბურთელებთან
ერთად იქნება ცნობილი ქართველი შემსრულებელი ბერა, რომელიც გულშემატკივართა წინაშე
თავისი ცნობილი ჰიტებით წარსდგება.