ოლ სტარის პრომო-აქცია რუსთავში

25 იანვარს, 16 საათზე, რუსთავი საკალათბურთო სუპერლიგის
“ყველა ვარსკვლავის” მატჩ-აქციას უმასპინძლებს. ამით გრძელდება ოლ სტარის
რეგიონებში ჩატარების ტრადიცია, რაც კალათბურთის მთლს ქვეყანაში განვითარებას ემსაურება.
ქვემო ქართლში თავს ეროვნული ჩემპიონატის წამყვანი კალათბურთელები მოიყრიან, რომლებიც
საჩვენებელ მატჩთან ერთად 3-ქულიანებისა და ჩატენვების კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას.

რუსთავში კალათბურთი
ისედაც უყართ, თუმცა “ყველა ვარსკვლავის” მატჩი-აქციით ამ რეგიონში სპორტის
ეს სახეობა უფრო მეტ დაინტერესებას ჰპოვებს. ბოლო წლებში ოლ სტარი ძირითადად ქუთაისში
ტარდებოდა, 2011-ში კი სპორტის სასახლეში გამართულმა “ყველა ვარსკვლავის”
მატჩმა გრანდიოზული შოუ-წარმოდგენის თანხლებით ჩაიარა. საყოველთაოდ ცნობილმა რეჟისორმა,
ჩემპიონთა ლიგის გახსნის დამდგმელმა ლაშა ონიანმა კალათბურთის მოყვარულებს დაუვიწყარი
წარმოდგენა უჩვენა.

დღეს, ოლ სტარამდე 2 დღით ადრე, რუსთავში პრომო-აქცია
გაიმართა: რუსთაველებს  მატჩი-აქციის საინფორმაციო
ფლაერები დაურიგდათ. აქციაში მონაწილეობა საკალათბურთო კლუბ “რუსთავის” კალათბურთელებმაც
მიიღეს. ლევან ხმელიძემ, ქაქუცა აბაიშვილმა და დავით არწივიძემ აქციის სხვა წევრებთან
ერთად მოქალაქეები ოლ სტარზე დაპატიჟეს. სარეკლამო ფლაერებთან ერთად რუსთაველები ინფორმაციას
ოლ სტარის პარტნიორი “რედ ბულის” პრომო-ავტომობილიდანაც იღებდნენ. რუსთაველები
ინტერესით შეხვდნენ დაგეგმილ აქციას და უმრავლესობამ მასზე დასწრების სურვილი გამო
თქვა.