მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი სრულდება

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი სრულდება

yle=”text-align: justify;” />

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი სრულდება. აღნიშნული ეტაპის წარმატებით გავლა საშუალებას აძლევს მწვრთნელებს, მიიღონ მინი კალათბურთსა და 14 წლამდე ასაკში მუშაობის ლიცენზია. პროგრამის ფარგლებში მწვრთნელებს ჩაუტარდებათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სემინარები.
პირველი ეტაპი უკვე გაიმართა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რომლის შედეგადაც დაახლოებით 120-მა მწვრთნელმა წარმატებით გაიარა სემინარ-გამოცდები. პირველი ეტაპი 21 თებერვალს თბილისში დასრულდება.
მწვრთნელებს, რომლებსაც გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი არ გაუვლიათ, ვთხოვთ 18 და 21 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში მობრძანდნენ. სემინარები ოთხშაბათს 14:00 საათიდან, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან დაიწყება.