მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის კენჭისყრას ჩინეთი უმასპინძლებს (LIVE)

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის კენჭისყრას ჩინეთი უმასპინძლებს (LIVE)

7 მაისს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში დაიწყება მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა, რომელშიც ყველა კონტინენტის 80 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიების შედეგად გუნდები მსოფლიოს პირველობის შესარჩევი საკონტინენტო ტურნირების ჯგუფებში განაწილდებიან.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპის ზონა გვაინტერესებს, საიდანაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ეცდება, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას, თუმცა მსოფლიო პირველობის მუნდიალის შესარჩევამდე იმ რევოლუციურ ცვლილებებზე ვიტყვით, რომელიც მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ – ფიბამ განახორციელა.

აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატს ცალკე შესარჩვი ტურნირი არ ჰქონდა. მუნდიალზე ევროპის ჩემპიონატის საუკეთსო გუნდები გარკვეული კვოტით გადიოდნენ. ფიბამ ეს სისტემა და ევროპის ჩემპიონატის 2-წლიანი ციკლი გააუქმა და მსოფლიო კალათბურთში შემდეგ რეალობა შექმნა: საკონტინენტო და მათ შორის ევროპის ჩემპიონატის პერიოდულობა 4 წლამდე გაზარდა, ხოლო მსოფლიოს პირველობას ცალკე შესარჩევი ეტაპი დაუნიშნა, რომელიც სტარტს კონტინენტური ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, მსოფლიო პირველობამდე 2 წლით ადრე აიღებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრებები ბოლოს დამკვიდრებული კალენდრისგან განსხვავებით არა ზაფხულში, არამედ სეზონის მსვლელობისას, სპეციალურად გამოყოფილი ფანჯრების პერიოდში ითამაშებენ. 2019 წლის მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სათამაშო პერიოდებად 2017 წლის ნოემბერი, 2018-ის თებერვალი და ივნისი შეირჩა. მეორე, გადამწყვეტი ეტაპის ფანჯრები კი სექტემბერში, ნოებერში და 2019 წლის თებერვალში გამოიყო.
ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა ფიბა-მ 24-დან 32-ამდე გაზარდა და ევროპას ყველაზე მეტი – 12 ადგილი არგუნა, აზია-ოკეანიას – 7, ამერიკას – 7 და აფრიკას – 5. ყველა კონტინენტზე მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირები საკონტინენტო ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, 2017 წლის ნოემბრიდან დაიწყება.
სწორედ ამ საკვალიფიკაციო ტურნირების კენჭისყრა იმართება ხვალ, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ჩინეთში, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, მიხეილ გაბრიჩიძე დაესწრება.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე შეიქმნება 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი. კენჭისყრის წინ გუნდები კალათებში განითესებიან. გაკეთდება 8 განთესვის კალათა, რომელთაგანაც 1-6 კალათებში გუნდები ზუსტად იმის მიხედვით განლაგდებიან, როგორც გასული წლის ნოემბერს გამართულ ევრობასკეტ-2017-ის კენჭისყრისას განითესნენ (იხილეთ სლაიდი 1)

სლაიდი 1

ანუ საქართველო მე-4 კალათაში მოხვდა, რუსეთთან, უნგრეთთან და სლოვენიასთნ ერთად. მსოფლიოს შესარჩვი ტურნირისთვის ამ განთესვის 6 კალათას დაემატა კიდევ ორი – მე-7 და მე-8 კალათები, რომლებშიც ის ევროპული გუნდები მოიპოვებენ ადგილებს, რომლებიც ევრობასკეტ 2017-ზე ვერ მოხვდნენ. ეს გუნდები 2017 წლის აგვისტოში ერთმანეთში იმ 8 ადგილისთვის იბრძოლებენ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩვი ტურნირის ბოლო ორ – მე-7 და მე-8 განთსვის კალათებში მოიპოვებენ ადგილებს (იხილეთ სლაიდი 2).

სლაიდი 2

რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩვის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჯგუფებში 4 გუნდია, ხოლო განთესვის კალათა – 8, ჯგუფების შესავსებად კალათები 2-ად გაიყო. ძალთა ბალანსი რომ შენარჩუნებული იყოს, 8 განთესვის კალათა შემდეგნაირად გაიყო: ერთ მხარეს 1-ელი, მე-4, მე-5 და მე-8 კალათბი, ხოლო მეორე მხარეს დარჩნილი – მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 (იხილეთ სლაიდი 3 და 4). რაკი საქართველო მე-4 კალათაშია, ჩვენი ჯგუფი მსოფლიოს საკვალიფიკაციოსთვის შეირჩევა 1-ელი, მე-4, მე-5 და მე-8 განთესვის კალათებიდან.

სლაიდი 3

სლაიდი 4

ამ პრინციპით ჩატარდება სწორედ 7 მაისის კენჭისყრა. მსოფლიოს შესარჩევი ეტაპი ნოემბერში დაიწყება და ზემოთ ნახსენები ფანჯრების პერიოდში გუნდები ერთმანეთს 2 წრედ (სულ 6 მატჩი) ეთამაშებიან. რვა 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა. შესაბამისად, მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლებას 24 ნაკრები მოიპოვებს.
გასული გუნდები მეორე ეტაპზე შექმნიან 4 ექვსგუნდიან ჯგუფს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითოეული ჯგუფის 3 საუკეთესო – ჯამში 12 გუნდი მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ჯგუფური ეტაპიდან გასული 3 გუნდი მეორე ეტაპზე ჯგუფში ერთად მოხვდება, სადაც მანამდე ერთნამეთში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. ანუ მეორე ჯგუფურ ეტაპზეც გუნდები 6 მატჩს ჩაატარებენ (სხვა ჯგუფიდან გამოსულ 3 გუნდთან მიმოსვლით)

 
ევროპის შესარჩვი ტურნირის ფორმატის ვიდეო-განმარტება (ინგლისურად)

კენჭისყრის პირდაპირი ტრანსლაცია იხილეთ აქ: