მსაჯთა კავშირის შემაჯამებელი შეხვედრა

დღეს, სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში
კალათბურთის მსაჯ-მდივნები, კომისრები და მათი ხელმძღვანელობა შეიკრიბა, რითაც კალათბურთის
მსაჯთა კავშირმა გასული სეზონი შეაფასა.

 სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სუპერლიგისა
და ასაკობრივი ჩემპიონატების მომსახურე პერსონალს ხელმძღავანელობამ მადლობა გადაუხადა
დამაკმაყოფილებლად ჩატარებული სეზონისთვის და იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება,
რაც სამომავლოდ უნდა გამოსწორდეს.

 მდივნებს სიტყვით მიმართეს მსაჯთა კავშირის აღმასრულებელმა
დირექტორმა, პაატა ლობჟანიძემ, მსაჯთა ინსტრუქტორმა, ფიბა-ს არბიტრმა მაკა კუპატაძემ,
სუპერლიგის დირექორმა გიორგი ზაბახიძემ და კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა,
ფიბა-ს კომისარმა მერაბ რატიშვილმა.

 
პაატა ლობჟანიძე, საქართველოს კალათბურთის
მსაჯთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი

საკმაოდ
გრძელი,  რთული და მძიმე სეზონი გამოდგა, უამრავი
თამაში ჩატარდა და სეზონი თითქმის დავასრულეთ. ბევრი ხარვეზი და პრობლემა გვქონდა,
რამდენიმე დაისაჯა უყურადღებობის და შეცდომების გამო. ეს აუცილებელი იყო, რადგან ეს
სამუშაო პროცესია. იყო პრეტენზიები და შენიშვნები, თუმცა საბოლოო ჯამში სეზონმა ნორმალურად
ჩაიარა და მადლობას გეტყვით გაწეული სამუშაოსთვის. იმედი მაქვს, მომავალ სეზონს კიდევ
უფრო მობილიზებული და მონდომებულები შევხვდებით. გისურვებთ მომავალი სეზონის უფრო მაღალ
დონეზე ჩატარებას.

 მაკა კუპატაძე, მსაჯთა კავშირის ინსტრუქტორი, ფიბას
საერთაშორისო არბიტრი

გილოცავთ
სეზონის დასრულებას. რა თქმა უნდა იყო შეცდომები, ამის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა
ჯამში ალბათ 10 დარღვევაზე  მეტი არ ყოფილა.
პრობლემები გვქონდა ფინალებზეც, მაგრამ სამდივნომაც და მსაჯებმაც სეზონი დადებითად
ჩავამთავრეთ. ეს არ არის მაქსიმუმი და შევეცადოთ უკეთესად ვიმუშაოთ მომავალში. მალე
მინი კალათბურთი იწყება და მსაჯებს გთხოვთ, მაქსიმალურად მეგობრულად და ჰუმანურად მიუდგეთ
ბავშვებს.

გიორგი ზაბახიძე, სუპერლიგის აღმასრულებელი
დირექტორი

პირველ
რიგში, მადლობას გეტყვით გაწეული სამუშაოსთვის. წელს ნამდვილად შეკრული კოლექტივი იყავით,
თუმცა საქმის კუთხით ბევრი ხარვეზი იყო. დასალაგებელია გუნდებთან და მწვრთნელებთან
ურთიერთობები. გთხოვთ, მაქსიმალურად მობილიზებულები, ყურადღებიანები იყოთ მუშაობის
პერიოდში. მადლობას ვეტყვი პაატა ლობჟანიძეს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა დაბალანსებული
გარემოს და სიტუაციის შექმნისთვის.

მერაბ რატიშვილი, საქართველოს კალათბურთის
ფედერაციის გენერალური მდივანი, ფიბას საერთაშორისო კატეგორიის კომისარი

სეზონმა,
საბოლოო ჯამში, დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. ნორმალური იყო მსაჯობა მოედანსა და მაგიდაზე.
10 წლის მანძილზე ყველაზე კარგი სეზონი გამოვიდა. თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
შეცდომებია მსაჯობაში, ხარვეზებია ურთიერთობებში, ყველამ უნდა გაიაზროს თავისი წილი
პასუხისმგებლობა და შეცდომების აღიარება შესძლოს. მადლობა ამ სეზონისთვის, თუმცა მეტის
რესურსი გაგაჩნიათ და იმედია მომავალ წელს უკეთეს სეზონს ჩავატარებთ.