მორიგი ტური თსუ-ს გამარჯვებით დაიწყო

მორიგი ტური თსუ-ს გამარჯვებით დაიწყო

საკალათბურთო სუპერლიგის მე-9 ტური დღეს რუსთავში დაიწყო. ადგილობრივმა
,,რუსთავმა” შინ თსუ მიიღო, თუმცა ვერაფერი გააწყო და 81:103 დამარცხდა.

შეხვედრა თავიდანვე
  სტუდენტთა უპირატესობით დაიწყო, თბილისის სახელწიფო
უნივერსიტეტის გუნდა ყველა მეოთხედი მოიგო და მატჩში იოლად იმარჯვა.

  თსუ-ს შემადგენლობაში საუკეთესო 24 ქულით სოსო შერმადინი
იყო, ხოლო  ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ
შეასრულა: თორნიკე ნინიაშვილის ანგარიშზე 10 ქულა და ამდენივე მოხსნაა, ხოლო მიხეილ
ჩიტაშვილმა 14 ქულა და 12 პასი მიითვალა. რაც შეეხება ,,რუსთავს”, მასპინძელთა მხრიდან
რევაზ ჩაჩანიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 25  ქულა შესძინა.

 შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მე-9 ტური ხვალ, თბილისის
სპორტის სასახლეში გაგრძელდება: 12 საათზე ,,არმია” ,,ბათუმს” უმასპინძლებს, 14 საათზე(ცენტრალური
მატჩი) სამედიცინო  შსს-ს დაუპირისპირდება,
16 საათზე  – სტუ  ,,ქუთაისს”, ხოლო ტურის დასკვნით მატჩში,
18  საათზე ,,დინამო” – ,,ოლიმპის” შეხვედრა
შედგება.