სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის 23-ე ტურის ოთხივე მატჩი
დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. პირველ მატჩში ერთმანეთს
„მგზავრები“ და „ბათუმი“ შეხვდნენ, რომელიც სუპერლიგის ლიდერი, აჭარული გუნდის
ვუპირატესობით წარიმართა. „მგზავრები“ პერიოდულად ახერხებდნენ ჩამორჩენის
გაბათილებას, მაგრამ ყველაზე ახლოს ბათუმელებთან მეორე პერიოდის შუაწელში მივიდნენ
– ისიც 3 ქულით და ეს იყო მათი მაქსიმუმი.
მიმდინარე სეზონში ამ გუნდების წინა
3 დაპირისპირებიდან 2 „მგზავრებს“ ჰქონდა მოგებული და აქედან გამომდინარე,
სავარაუდო იყო, რომ საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართებოდა. ვარაუდი არ გამართლდა.
ბათუმელებმა მატჩი სწრაფად და შედეგიანად დაიწყეს. უკრაინელი ლეგიონერებისა და
ბესო ლეჟავას შედეგიანობით ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ და საწყისი
პერიოდი 25:12 მოიგეს.
მეორე ათწუთეულის მეორე ნახევარში
კარგი დაცვისა და სწყაფი კონტრშეტევების ხარჯზე „მგზავრებმა“ ჩამორჩენა 3 ქულამდე
(31:34) შეამცირა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ბათუმელებმა თამაშზე სრული
კონტროლი დაამყარეს და ანგარიშის მეთოდური ზრდით საბოლოოდ დიდი სხვაობით – 80:63
იმარჯვეს. ბათუმელებმა ბოლო პერიოდში გუნდურად ითამაშეს, რითაც მეტოქეს მატჩის
შემობრუნების შანსი არ მისცეს.
გამარჯვებულთაგან 22 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო შედეგი იგორ
კრივცოვმა დააფიქსირა. 20 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ლეონიდ სტეპანიშინმა მიითვალა,
აკაკი დვალიშვილმა კი ორმაგი დუბლით – 17 ქულითა და 11 მოხსნით გამოირჩა. „მგზავრებში“
14 ქულით კაშიმ რენსომი გამოირჩა, 13-13 ქულა მოაგროვეს რეჯინალდ მერფიმ და კახა
ჯინჭარაძემ.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“
მთავარი მწვრთნელი): დღევანდელ მატჩს კარგად
მომზადებულები ვერ შევხვდით. წინა ტურში ქუთაისში ოვერტაიმი ვითამაშეთ და თან
მგზავრობამაც მოგვიწია. ძალების აღდგნა კი ვერ მოვასწარით, რადგან ეს ტური 3 დღით
გადმოიწია და წინა მატჩიდან დღემდე მხლოდ 3 დღე გვქონდა მოსამზადებლად.
ფაქტობრივად, 1 სრულფასოვანი ვარჯიში ჩავატარეთ და ასეთ პირობებში გათამაშების
ერთ-ერთ ლიდერთან თამაში გაგვირთულდა. წაგების მიზეზიც ეს გახლავთ.
დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან საჭირო თამაში მოვიგეთ, რადგან მგზავრებთან 2 თამაში გვქონდა წაგებული, გუნდმა კარგად შეასრულა დაკისრებული დავალება და რაზეც ვიმუშავეთ პირველ რიგში დაცვა იყო. ჩვენმა კარგად თამაშმა განაპირობა ეს გამარჯვება.