“მგზავრებმა” ბათუმში იმარჯვა და სერია გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა

“მგზავრებმა” ბათუმში იმარჯვა და სერია გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა

სუპერლიგის 3 მეოთხედფინალური სერია დასრულდა, მეოთხე კი გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. გუშინ, “ბათუმთან” წაგებით სერიაში 1:2 ჩამორჩენილმა “მგზავრებმა” დღეს აჭარის მთავარ ქალაქში იმარჯვა და ზღვისპირელებს სერია გაუთანაბრა – 2:2. დაინიშნა მე-5, გადამწყვეტი მატჩი, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება თავად მატჩს, “მგზავრებმა” დამაჯერებლად იმარჯვეს. საბოლოოდ 17-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი თბილისური გუნდი 20-25 ქულით იგებდა, ხანდახან კი სხვაობა 30-ქულიან ზღვარსაც სცდებოდა.

“მგზავრებმა” იოლი გამარჯვებით სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩის წინ დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა შეიქმნა.

ბათუმი – მგზავრები

სტატისტიკა: 77:94