სტატისტიკა
გალერეა რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს
ბოლოადგილოსანი „აკადემია“ და ოთხეულს მიღმაწინა ტურში დარჩენილი „მგზავრები“ შეხვდნენ.
მატჩს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან „მგზავრებმა“ საკვალიფიკაციო ეტაპის
ექვსივე შეხვედრა რომ წააგონ, სუპერლიგიდან მაინც არ გავარდებიან, ხოლო „აკადემიას“
კი სურდა მოგება, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნდა.
გიორგი ნიკოლაძის გუნიდან ყველა ლეგიონერი წავიდა, რასაც
კოსტანტინე ტომარაძის ტრავმაც დაერთო და აკადემიელები განწირულ სიტუაციაში აღმოჩდნენ.
პლეი ოფში ვერგასული ცხრილის ქვედა ოთხეული სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო
ეტაპზე იბრძოლებენ, თუმცა ნიკოლაძის გუნდი ცხრილში მის წინ მყოფ „ოლიმპს“ 5 ქულით ჩამორჩება
და ამ სხვაობის გაბათილება 6 ტურში ფანტასტიკის სფეროა.
შეხვედრა მოიგო ძლიერი შემადგენლობის „მგზავრებმა“.
აკადემიელებმა პირველ ერიოდში ინერციით წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს, თუმცა მეორე
პერიოდიდან ბუბა ბერიშვილის გუნდმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და საბოლოოდ დამსახურებულად
– 97:83 გაიმარჯვეს.
„მგზავრებს“ ავთანდილ ლომინაშვილმა ულიდერა, რომელმაც
სუპერლიგის პირადი რეკორდი დაამყარა – 36 ქულა ჩააგდო, რასაც 14 მოხსნა მოაყოლა. კაჰიმ
რენსომმა გამარჯვებულებს 14 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. აკადემიელთაგან 22 ქულითა და
10 მოხსნით საუკეთესო იყო საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილმა კი 21 ქულა მიითვალა.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს
„დინამო“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდებიან. ამ მატჩმა ერთადერთი რამ უნდა გაარკვიოს:
„ქუთაისი“ გამარჯვების შემთხვევაში პირველზე გავა, ხოლო თუ წააგო – მეორეზე. მესამე
ადგილოსანი „დინამოს“ სახით უკვე ცნობილია, ისევე როგორც მეოთხეადგილოსანი „სოხუმი“.
მატჩისშემდგომი კომენატარები
გიორგი ნიკოლაძე („აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): ცენტრის პოზიციაზე რომ პრობლემა გვაქვს, ეს ამ თამაშმა
ძალიან კარგად გამოაჩინა. მგზავრების ცენტრმა ავთო ლომინაშვილმა 36 ქულა ჩაგვიგდო და
თამაშის ბედიც გადაწყვიტა. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის რაც შეიძლება
მეტი გამოცდილების მიღება.
ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): ამ გუნდთან ისედაც ვიცოდით რომ მოვიგებდით. უბრალოდ ამოდენა სტრესის მერე, რაც სოხუმთან წაგების შემდგომ მიიღეს მოთამაშეებმა, მინდოდა გამოვფხიზლებულიყავით და ამიტომაც მივმართეთ ესე პრესინგ-სტილსა და ბოლომდე თამაშს. ვეცდებით და მინდა, რომ „ქვედა“ ოთხეულში პირველი ადგილი ავიღოთ, რადგან პირველ ოთხეულში ვერ მოვხვდით. ბიჭებს მოტივაცია დაკარგული აქვთ და ამჟამად ერთგვარი „გამოფხიზლების“ სტადიაში ვართ. მინდა, რომ მე-5 ადგილზე მაინც გავიდეთ.