მგზავრები-არმია – დინამო – წინასამატჩო პრესკონფერენცია

მგზავრები-არმია – დინამო – წინასამატჩო პრესკონფერენცია

სუპერლიგის
მეორე წრის მეორე ტური გრძელდება. ცენტრალური შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს ,,მგზავრები-არმიისა’’
და ,,დინამოს’’ გუნდები დაუპირისპირდებიან.

თამაშის
დაწყებამდე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი
მწვრთნელი):
ამ თამაშისთვის სტანდარტულად მოვემზადეთ. ,,მგზავრებს’’ 2 ახალი მოთამაშე ჰყავს და
შევეცადე, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მომეძიებინა მათ შესახებ, თუმცა მაინც თამაშის
დროს გამოჩნდება, რამდენად ვართ მზად და რას წარმოადგენს ჩვენი მოწინააღმდეგე გაძლიერებული
შემადგენლობით. კორექტივების შეტანა უშუალოდ თამაშის დროსაც მოგვიწევს.

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’
მთავარი მწვრთნელი): ,,დინამო’’ გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული,
2 ახალი ლეგიონერი ჰყავთ და ძალიან ძლიერი გუნდია. ეს ერთი კვირა ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის,
მეც შევეცადე ,,დინამოს’’ მოთამაშეებზე მომეკრიბა ის ინფორმაცია, რაც შესაძლებელი იყო.
ჩვენც გვყავს ახალი მოთამაშეები, თუმცა რთულია, 1 კვირაში გუნდს შეეწყო და მათ რაიმე
სერიოზულ შედეგს ჯერ ვერ მოვთხოვ. ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით წარმატებას მივაღწიოთ.