მიხეილ ქორქიასა
და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალურ ტურნირის მეორე სათამაშო დღეს მოულოდნელი
შედეგი დაფიქსირდა. ტურნირის ერთადერთმა „ა“ ლიგის წარმომადგენელმა „წყალტუბომ“ სუპერლიგის
ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა – 74:72.
წყალტუბოელებმა
პირველ ტურში სუპერლიგის კიდევ ერთი წევრი – „ოლიმპი“ დაამარცხეს და ჯგუფს 2 მოგებით
ლიდერობენ. დღეს წყალტუბოელები „სოხუმს“ ხვდებიან და თუ დაამარცხებენ, ფინალში გავლენ.
ამ ჯგუფის მეორე
მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა. „ოლიმპმა“ და „სოხუმმა“ გამარჯვებული ძირითად დროში
ვერ გამოავლინეს (80:80), ხოლო დამატებით დროში სოხუმელებმა იმარჯვეს და ჯგუფიდან გასვლის
შანსი შეინარჩუნეს. ამ ჯგუფიდან გასვლის პრედენდენტია „ბათუმიც“, რომელსაც 1 მოგება
აქვს და ბოლო ტურში „ოლიმპს“ ხვდება.
მეორე ჯგუფში
გასვლის მთავარი კანდიდატი „ქუთაისია“, რომელმაც მეორე ტურში „მგზავრები“ 82:67 დაამარცხა.
მასპინძლებს კონკურენციას რუსთაველები უწევენ. ქვემოქართლურმა გუნდმა მეორე ტურში
„აკადემია“ დაამარცხა – 96:79 და ქუთაისელებთან ერთად ჯგუფს 2-დან 2 მოგებით ლიდერობს.
სწორედ „ქუთაისი“ და „რუსთავი“ ხვდებიან ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში და მათ
შორის გამარჯვებული ფინალში გავა.
ა ჯგუფი
მოგება
წაგება
ქულა
წყალტუბო
2
0
4
ბათუმი
1
1
3
სოხუმი
1
1
3
ოლიმპი
0
2
2
ბ ჯგუფი
მოგება
წაგება
ქულა
რუსთავი
2
0
4
ქუთაისი
2
0
4
აკადემია
0
2
2
მგზავრები
0
2
2
აკადემია – რუსთავი 79:96
ბათუმი – წყალტუბო 72:74
ოლიმპი – სოხუმი 86:91
ქუთაისი – მგზავრები 82:67