მედიატურნირში სამინისტროს გუნდმა გაიმარჯვა!

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდმა დღეს, სპორტკომპლექს არენა 1-ში გამართული მედია-ტურნირი მოიგო 3/3-ზე სამოყვარულო კალათბურთში.მედიატურნირი 3/3-ზე კალათბურთში საქართველოში ყატარის სახელმწიფო საკონსულოს ორგანიზებით ჩატარდა, შეჯიბრების მხარდამჭერები კი კალათბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყვნენ.შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობდა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტელემედია, სპორტმედია და სარბიელი. სამინისტროს გუნდმა დაძაბულ 1/2-ფინალში სპორტმედია დაამარცხა, ფინალში კი ტელემედიას სძლია. გამარჯვებულები და ფინალისტები საქართველოში ყატარის სახელმწიფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იუნის ჰამზა ჰაშიმმა თასით და მედლებით დააჯილდოვა. მედიატურნირის გარდა ასევე გაიმართა საჩვენებელი მატჩი პარა-კალათბურთში.„თუ ასეთი შეჯიბრებები ტრადიციული გახდება, მხოლოდ გამიხარდება! საინტერესო ტურნირი გამოვიდა და ვფიქრობ, მონაწილეების გარდა მაყურებლებმაც ისიამოვნეს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო შეჯიბრებისთვის”, – განაცხადა სამინისტროს გუნდის კაპიტანმა პაპუნა ფირალიშვილმა.გამარჯვებულებმა ჩემპიონის თასი დღესვე გადასცეს სამინისტროს შენობაში განთავსებულ ქართული სპორტის მუზეუმს.