მედიატურნირი ,,ბაჩოს თასი” 3X3 კალათბურთში

ფოტო: სამინისტროს პრეს-სამსახური 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით, 29 ივნისს  სპორტული ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის სახელობის ტრადიციული მედიატურნირი მეოთხედ ჩატარდა.

 „ბაჩოს თასი 2014″-ის ფარგლებში
გაიმართა
შეჯიბრი
კალათბურთსა
და
ფეხბურთში.
 საკალათბურთო შეჯიბრებას ვაკის პარკში მდებარე მოედანმა  უმასპინძლა.
3X3 საკალათბურთო ტურნირში
არაერთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც
ტელე
და
ბეჭდური
მედიის
წარმომადგენლებით
იყვნენ
დაკომპელქტებული.
საბოლოოდ გამოვლინდა ორი საუკეთესო
გუნდი,
რომლებიც 12 ივლისს მთავარი პრიზისთვის ითამაშებენ – ბაჩო სვანიძის სახელობის თასს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ნაკრები და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გუნდი გაითამაშებენ. ფინალური
მატჩი
12 ივლისს,
3X3 კალათბურთში
საქართველოს
ჩემპიონატის
ფინალზე
გაიმართება.

ასევე გამოვლინდა მესამე ადგილოსანი გუნდი – ოლსპორტის ნაკრები, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში “ბაჩოს მეგობრები” დაამარცხა.

გამარჯვებულ
გუნდებს
საქართველოს
კალათბურთის
ეროვნული
ფედერაციისგან
გადაეცათ 3×3
კალათბურთის სამახსოვრო მაისურები,
რომლებითაც
გუნდები
ფინალზე,
12 ივლისს
ითამაშებენ.