სუპერლიგის მე-6 ტური თბილისის სპორტის სასახლეში სრულდება. ბოლო მატჩში ერთმანეთს ,,ოლიმპისა” და ,,რუსთავის” გუნდები შეხვდებიან. გაგაცნობთ გუნდების მწვრთნელების მიერ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარებს.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): შეთხელებული შემადგენლობით ვარ, ლერი კვანტალიანი, კახა ტომარაძე და ირაკლი ალხანაიძე ტრავმირებულები არიან. შესაბამისად, თამაში გვიჩვენებს, რა შეგვიძლია ამ სამი მოთამაშის გარეშე.
მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): მობილიზებულები და მომზადებულები ვართ. ბოლო 2 თამაშში იყო მომენტები, რომლებიც არ მომეწონა, გავიარეთ, გავაანალიზეთ ყველაფერი და ბიჭებმა იციან, რომ უფრო მეტად უნდა მოინდომონ. დღეს ახალგაზრდულ და ძალიან კარგ გუნდს ვხვდებით, ჩემი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ, არ შეიძლება მოდუნება და ყველა თამაშში ბოლომდე დახარჯვაა საჭირო.