მე-14 ტურის ორი მატჩი გადაიდო

მე-14 ტურის ორი მატჩი გადაიდო

სუპერლიგის მე-14  ტურში დაგეგმილი 4 მატჩიდან 2 გადაიდო.  მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, რუსთავში გასამართი მატჩი „რუსთავი
1991“-სა და „კაკტუსს“ შორის გადადებულია. დარბაზში არსებული პრობლემების
გამო, რუსთავის გუნდის ინიციატივითა და „კაკტუსთან“ შეთანხმებით გუნდებმა სუპერლიგას
თამაშის გადატანის შესახებ მიმართეს, რაც დაკმაყოფილებულ იქნა.

ასევე გადაიდო 29 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი მატჩი
„მგზავრებსა“ და „სოხუმს“ შორის. გადადების მიზეზი ამ შემთხვევაშიც გუნდებს შორის შეთანხმებაა,
რაც სუპერლიგის ხელმძღვანელობამ აგრეთვე დააკმაყოფილა.

ორივე მატჩის  გამართვის თარიღი მოგვიანებით
დადგინდება.