სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მორიგ მატჩში დაძაბული ბრძოლა შედგა. „ოლიმპმა“
„ქუთაისს“ უმასპინძლა და პირველი პერიოდის 9:21 წააგო. 13-ქულიანი სხვაობა იყო ბოლო
პერიოდის დაწყებამდეც, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე რევაზ როგავას სამქულიანით
ანგარიში გათანაბრდა – 65:65.
მატჩის დასკვნით 2 წუთში ქუთაისელებმა მეტი მობილიზება
გამოავლინეს და გიორგი ცინცაძისა და აკაკი ლომოურის ქულებით გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
„ოლიმპმა“ ბოლო პერიოდში ხასიათი გამოავლინა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე სოლიდური
სხვაობით ლიდერობდა, ბრძოლისა და შედეგიანი სროლების ხარჯზე შანსის მოპოვება მოახერხა.
რაც შეეხება შეხვედრისაწყის 3 პერიოდს, ქუთაისელთა უპირატესობა
აშკარა იყო. ეს განსაკუთრებით პირველ პერიოდზე ითქმის, როცა კარგი დაცვისა და კომბინირებული
შეტევის ხარჯზე სტუმრებმა 13-ქულიანი ლიდერობის მოპოვება მოახერხეს, რომელიც მეორე
მეოთხედში 17-ამდე გაზარდეს.
გამარჯვებულებს 20 ქულითა და 10 პასით გიორგი ცინცაძემ
ულიდერა. ორმაგი დუბლი დააგროვა ქუთაისელთა კიდევ ორმა მოთამაშემ: აკაკი ლომოურმა
13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, დრაგან ტუბაკმა კი – 11 ქულა და 15 მოხსნა. „ოლიმპში“
გამორჩეული ლიდერი რევაზ როგავა იყო, რომელმაც თავი 32 ქულას მოუყარა. გეგი ბაქრაძის
ანგარიშზე 11 ქულ დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (ქუთაისი მთავარი მწვრთნელი): შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გუნდის ჩამოყალიბებული ხასიათია
ის, რომ ბოლომდე საქმის მიყვანა არ ვიცით. მაგრამ ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ჩვენს
მოთამაშეებს ალბათ არ უყვართ დიდი სხვაობით მოგება და უყვართ ასეთი დაძაბულ ბრძოლაში
მოგება. სხვა რა გზაა, როცა 12 კაცს ასე უნდა, მეც უნდა ავყვე. ამით მე არ დავუკარგავ
ბრძოლისუნარიანობას „ოლიმპს“, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლა.
ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): სროლების რეალიზაცის პროცენტი ძალიან ცუდი გვაქვს. მეორეს მხრივ მინდა აღვნიშნო რომ ბოლო შეტევის ორგანიზაციაც ვერ მოვახდინეთ. ეს ალბათ ჩემი ბრალი უფროა, მე საკუთარ თავზე ვიღებ ამას.