კონფლიქტი და კაკტუსის გამარჯვება ბათუმში

კონფლიქტი და კაკტუსის გამარჯვება ბათუმში

სტატისტიკააჭარის დედაქალაქში ერთმანეთს პლეი ოფში გასასვლელად
მებრძოლი „კაკტუსი“ და ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი „ბათუმი“ შეხვდნენ. რაც ძირითადი
ცენტრი, კრის ფელჩერი დაკარგეს, ზღვისპირელებს დიდი პრობლემები გაუჩნდათ და მოგების
მოპოვებას ძალიან იშვიათად ახერხებენ.

ასე იყო დღევანდელ მატჩშიც. „ბათუმს“ მასპინძლის სტატუსმაც
ვერ უშველა და აჭარულმა კლუბმა მორიგი მარცხი იწვნია. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს,
მატჩის მიწურულს ვითარებაც დაძაბეს, რასაც ერთ ეპიზოდში შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მატჩის დასრულებამდე 3:19 წუთით ადრე, როცა „კაკტუსი“
85:75 იგებდა, მეტოქე გუნდების მოთამაშეებს – კაკტუსელ დავით ლომიძესა და ბათუმელ კახა
ჯინჭარაძეს შორის მოედანზე კონფლიქტი მოხდა, რომელიც შეკამათებით დაიწყო და კინკლაობაში
გადაიზარდა. მატჩი მსაჯებმა შეაჩერეს და ვითარების განმუხტვაში დაცვის თანამშრომლებიც
ჩაერთვნენ.

ტრიბუნიდან მოედანზე ჩავიდა რამდენიმე გულშემატკივარი და ვითრება დაიძაბა. გართულების თავიდან ასაცილებლად ვითარებაში ჩერთო ვეტერანი კალათბურთელი ვახტანგ
ნაცვლიშვილი, რომელიც „დინამოს“ პრეზიდენტია და ბათუმში საგულშემატკივროდ იყო ჩასული. ადგილზე იყო რამდენიმე დაცვის თანამშრომელიც. კონფლიქტი მალევე ისე ამოიწურა, რომ მსაჯებს ტექნიკურით არავინ დაუჯარიმებიათ. შეხვედრა გაგრძელდა და ბათუმელებმა დასრულებამდე
1 წუთით ადრე 4 ქულამდე მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება. ბოლო წუთზე კახა ჯინჭარაძეს
სამქულიანით ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა
და „კაკტუსმა“ გამარჯვება გაინაღდა.

საბოლოოდ 92:85 და „კაკტუსმა“ ცხრილში მე-4 ადგილზე
გადაინაცვლა. გამარჯვებულებს 24 ქულით და 13 მოხსნით ტერიკ ბრიჯმენმა ულიდერა. 23 ქულადა
9 პასი ბექა ჩიკვილაძემ მოაგროვა. 17 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა ჯონ ფლოვიესის ანგრიშზე.
„ბათუმში“ 26 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო იგორ კრივცოვი, ბესო ლეჟავას ანგარიშზე
კი 22 ქულა და 7 პასი დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ლაშა კეშელავა (“ბათუმის” დირექტორი): მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მაყურებელიც შემოვიდა მოედანზე, თუმცა კამათში არ ჩარეულა. დაცვა დროულად ჩაერთო საქმეში და სიტუაცია განმუხტა.
დავით უსტიაშვილი
(“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): დღევანდელი თამაში ბრძოლაში წავაგეთ.
ცუდად ვითამაშეთ დაცვაში, ბევრი ჩასაგდები ბურთი ვერ ჩავაგდეთ და ამან გამოიწვია მარცხი.
ფარზეც ბევრი ბურთი მოგვიხსნეს, თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და დიდი მადლობა მათ
თავდადებისთვის.
არჩილ ჟღენტი
(“კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი): ვიცოდით, რომ წინ ძნელი თამაში გველოდა
ბათუმში და ამისათვის სათანადოდ ვემზადებოდით. დიდი მადლობა ჩემს გუნდს, რადგან უმეტესი
ნაწილი დავალებებისა კარგად შეასრულა მოედანზე. თამაშის დროს მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლას
ქონდა ადგილი, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა.