სუპელრიგის ფინალური სერია იწყება. 2022-2023 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონი (2007, 2008, 2009, 2010, 2021) რუსთავი და ორგზის ფინალისტი თსუ ეცილებიან. ეს გუნდები სუპერლიგის ჩემპიონობისთვის ერთმანეთს 2010 წლის ფინალშიც ეცილებოდნენ – მაშინ ანატოლი ბოისა რუსთავში თამაშობდა და ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილ თსუ-ს, რომელიც ამჟამად თსუ-ს მთავარი მწვრთნელის, ლექსო ლაფანაშვილის ასისტენტია, სერია 3:1 მოუგო.
მოედნის უპირატესობა რუსთავს აქვს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა (14 მოგება, 6 მარცხი). თსუ-მ ჯგუფური ეტაპი მე-4 ადგილზე დაასრულა, რომელის ანგარიშზეც 12 მოგება და 8 მარცხი გახლდათ. 20 და 21 მაისს ფინალური სერიის მატჩებს რუსთავის საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებს, ხოლო მე-3 შეხვედრა თბილისი არენაზე 24 მაისს ჩატარდება. თუ საჭირო გახდა, სერიის მე-4 მატჩი თბილისში, 25 მაისს, ხოლო რუსთავში 28 მაისს გაიმართება.
რუსთავისა და თსუ-ს მთავარი მწვრთნელები დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, ფინალისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდნენ. ანატოლი ბოისასა და ლექსო ლაფანაშვილთან ერთად პრესკონფერენციაზე კომენტარები გააკეთეს სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ჯაფარიძემ, თსუ-ს კაპიტანმა, ნიკოლოზ დარბაიძემ და რუსთავის უკანახაზელმა, რევაზ როგავამ: