დღეს, თბილისსა და რუსთავში სუპერლიგის თითო მატჩი გაიმართა, რომელშიც გათამაშების ლიდერები მონაწილეობდნენ. სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა “ოლიმპმა” 9 ტურის წინ, “კავკასიასთან” წაგების შემდეგ წამოწყებული წარმატებული სერია “კავკასიასთან” გაწყვიტა. პირველ წრეში, 2022 წლის 24 დეკემბერს დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპმა 74:75 დათმო კავკასიასთან, რის შემდეგაც სუპერლიგაში ზედიზედ 8 მატჩი მოიგო. დღეს ეს გუნდები ერთმანეთს მეორე წრის კალენდრით შეხვდნენ და ისევ კავკასიელებმა იმარჯვეს – ამჯერად უფრო დამაჯერებლად – 109:78 (სტატისტიკა).
ა და დეკემბრის ოლიმპს შორის დიდი განსხვავებაა. დღევანდელ შეხვედრაში როგავას გუნდს ამინდის შემქმნელი 5 მოთამაშე აკლდა – გივი ბაქრაძე, ობრი მაკალპინი, ლუკა ლიკლიკაძე, ლინტონ ესლაისი და ლუკა კალატოზიშვილი. ასეთი დანაკლისით ოლიმპელებს წარმატების მცირე შანსი ჰქონდათ, რომელსაც ერთხანს ებღაუჭებოდნენ, თუმცა მესამე პერიოდში კავკასიელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა.
ბექა წივწივაძის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სუპერლიგის ცხრილის სათავეს დაუბრუნდა, თუმცა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე და თან კონკურენტ ოლიმპსა და რუსთავზე 1 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ოლიმპმა კავკასიის საკალათბურთო ლიგაში ფინალური სერია დიდ ბრძოლაში წააგო და ძალების აღდგენა ესაჭიროება.
სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ვინ დაიკავებს პირველ ადგილს, ბოლო ტურებში გადაწყდება. კავკასიას 1 მატჩი დარჩა, ოლიმპსა და რუსთავს კი 1. რუსთაველებმა დღეს დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 81:80 (სტატისტიკა) სძლიეს “ბათუმს” და ოლიმპს დაეწივნენ. მატჩის ბედი ბოლო წამებზე, ერთმა სროლამ გადაწყვიტა. აივერი დიგსმა ტორი კროფტის აცილებული სამიანი მოხსნა და კალათში ჩააბრუნა, რითაც რუსთავი 81:80 დააწინაურა. ბათუმელებს კი არ გაუმართლათ – ოთარ პერტაიას სამიანი კალათში არ ჩაეშვა და გამარჯვება რუსთავს დარჩა.
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის 2 შეხვედრა (მარგვეთი-ვერა, კაკტუსი-ქუთაისი) ხვალ, 1 აპრილს, დიღმის არენაზე გაიმართბა.