9 მაისს სპორტის სასახლემ 14-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. ,,1-ლი ექსპერიმენტული ჰიუნდაი” ,,თბილისის კარდინალებს”დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ,,1-ლმა ექპერიმენტულმა ჰიუნდაიმ” პირველი ნახევარი 29:21 მოიგო, თუმცა კარდინალებმა მესამე მეოთხედში 23-10 იმარჯვეს და ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. საბოლოოდ კარდინალებმა 2 ქულის სხვაობით – 58:56 დაამარცხეს მეტოქე და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
გამარჯვებულებს 27ქულით და 18მოხსნით ნიკა ყირიმელმა ულიდერა, 12ქულა ჰქონდა გიორგი მამალაძეს, ხოლო ნიკა მანჯიკაშვილმა 8 ქულას 13მოხსნა მიამატა. დამარცხებულ გუნდში 22ქულით და 17მოხსნით საუკეთესო იყო ზაურ ჯანელიძე, გოგა ბითაძემაც ორმაგი დუბლი გაიფორმა – 12 ქულა და 13 მოხსნა.
ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება შაბათს სპორტის სასახლეში 4 საათზე დაიწყება.
1-ლი ექსპერიმენტული ჰიუნდაი – თბილისის კარდინალები 56:58