კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრთა შეხვედრა მსაჯებთან, კომისრებთან და მსაჯ-მდივნებთან

კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრთა შეხვედრა მსაჯებთან, კომისრებთან და მსაჯ-მდივნებთან

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა დღეს სასტუმრო “რედისონში” კალათბურთის ვეტერან და მოქმედ მსაჯებს, კომისრებს და მსაჯ-მდივნებს შეხვდა. საუბარი ეხებოდა ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და იმ წესდებას, რომლითაც ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს. 1 ოქტომბერს გამართულ გამგეობის სხდომაზე ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საკალათბურთო სამყაროს ყველა ფენის წარმომადგენლებს შეხვდეს და მათთან კონსულტაციის შემდეგ შეიმუშაოს წესდება და  განსაზღვროს არჩევნების თარიღი.

 მსაჯებთან, კომისრებთან და მსაჯ-მდივნებთან დღევანდელმა შეხვედრამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. გამგეობის წევრებმა დამსწრეთ გააცნეს ფედერაციის გეგმები, მსაჯ-კომისრებმაც თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და აქცენტი არჩევნებში მათ თანამონაწილეობის გაზრდაზე გააკეთეს. მსაჯებმა, კომისრებმა და მსაჯ-მდივნებმა გამგეობის წინაშე დააყენეს საკითხი, რომ საერთაშორისო კატეგორის მსაჯებმა არჩევნებზე ხმის უფლება მიიღონ.
კალათბურთის ფედერაციაში ოფიციალურად ჯერჯერობით არც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაფიქსირებულა. გამგეობის წევრები საკალათბურთო სამყაროს წამომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ და მორიგი შეხვედრა 16 ოქტომბერს, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებთანშეხვდება.