საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის
წინა დღეებში განხორციელდა გაუგონარი ზეწოლა ყრილობის დელეგატებზე სხვადასხვა თანამდებობის
პირთა და ორგანიზაცია ,,კალათბურთელთა კავშირის” მხრიდან.
დელეგატებს
სხვადასხვა ფორმით აიძულებდნენ და აშანტაჟებდნენ, რათა ზოგი მათგანი საერთოდ არ მისულიყო
ყრილობაზე, ხოლო ნაწილს მხარი არ დაეჭირა ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცებისთვის.
ზემოაღნიშნულ
ფაქტებთან დაკავშირებით გამგეობაში შემოვიდა
წერილობითი და ზეპირი ფორმის მოთხოვნები,
რომ აღნიშნული ზეწოლის ფაქტების გამო გადადებულ იქნას რიგგარეშე ყრილობა.
საქართველოს
კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე და ვითარებაზე და მიიღო
გადაწყვეტილება:
ყრილობისთვის
მიუღებელი და აუტანელი გარემოს შექმნის გამო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე
ყრილობა გადაიდოს.