კალათბურთის ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ ვეტერანი სპორტსმენები დააჯილოდოვეს

კალათბურთის ფედერაციამ  და სპორტის სამინისტრომ ვეტერანი სპორტსმენები დააჯილოდოვეს

დღეს ვეტერან კალათბურთელს, საბჭოთა კავშირის მრავალგზის
ჩემპიონს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს პროფესორ ვაჟა გვანცელაძეს 80 წლის იუბილე
აქვს.

  80 წლის იუბილე ვეტერან კალათბურთელს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა  მიულოცა და ეროვნული ნაკრების მაისურით დააჯილდოვა.  საქართველოში კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ვაჟა გვანცელაძე ღირსების
ორდენით დააჯილდოვა.

80 წლის იუბილე შეუსრულდა სპორტის დამსახურებულ ოსტატს,
ევროპის
ორგზის ჩემპიონ ალისა ასიტაშვილ-გვახარიას.
 საქართველოში სპორტში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელი ალისა გვახარიას ვაჟს გიორგი გვახარიას
ლადო ვარძელაშვილმა გადასცა.