კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

გალერეასაქართველოს
კალათბურთის ფედერაციამ ტრადიციული წლის წიგნი გამოსცა. 2015-2016 წლების სეზონის
შემაჯამებელი ჟურნალის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა, სადაც
ქართული კალათბურთის ღირსეული წარმომადგენელი, გივი ბიჭიაშვილი სპორტის რაინდის წოდებით
დაჯილდოვდა. 

ჟურნალში,
რომელიც ფედერაციის მე-5 გამოცემაა, თავმოყრილია გასულ სეზონში ჩატარებული ღონისძიებები, რომელსაც ფედერაციამ ორგანიზება გაუწია პარტნიორ კომპანიებთან  და მხარდამჭერებთან ერთად. დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ ვეტერანი
კალათბურთელის, 80-იანი წლების თბილისის „დინამოს“ უცვლელი კაპიტნის, გივი
ბიჭიაშვილის სპორტის რაინდის ორდენით დაჯილდოვება. გივი ბიჭიაშვილს უმაღლესი
სპორტული ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა
გადასცა. 

სიმბოლური
იყო გივი ბიჭიაშვილის დაჯილდოვება საკალათბურთო კლუბ „დინამო თბილისისგან“.
წარსულში გუნდის უცვლელი კაპიტანი “დინამოს” დღევანდელმა
ხელმძღვანელობამ ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

ღონისძიებას დაესწრნენ საკალათბურთო სამყაროს წევრები და მოწვეული სტუმრები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, თბილისისა და რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა (სუპერლიგა) და სხვადასხვა ლიგებში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები, მენეჯერები, ბავშვთა საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ფედერაციის მედია პარტნიორები,
სპონსორები და მხარდამჭერები. 

ფოტოები: თამუნა ყულუმბეგაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო)
ლევან გოგოლაძე (JakoFM)