კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

მიმდინარე წლის 18 მაისს ქუთაისში
ჩატარებულ 16-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის მატჩზე,  ქუთაისი-იბერი,  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებით
22 მაისიდან მოკლევას ახორციელებს  ფედერაციის
საშეჯიბრო დეპარტამენტი, რისი დასრულების შემდეგ მოკვლევის შედეგი გადაეცემა კალათბურთის
ფედერაციის გამგეობას.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შესაბამის გადაწყვეტილებას
გამგეობის მიერ აღნიშნული თამაშის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღებს.

რაც შეეხება ქუთაისი-იბერის შეხვედრის შედეგს, რომელიც
141:133 დასრულდა „ქუთაისის“ სასარგებლოდ, ის ძალაში აღარ არის 22 მაისიდან  მოკვლევის დასრულებამდე  და  საბოლოო
შედეგი  ფედერაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ დაფიქსირდება.