კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ”ჰიუნდაი ავტო საქართველოს” შორის თანამშრომლობა გრძელდება

VIDEOსაქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს კომპანია „ჰიუნდაი ავტო
საქართველოსთან “თანამშრომლობას. 19 მარტს 13:00 საათზე ‘’ჰიუნდაის’’ ცენტრში ხელი
მოეწერა 1-წლიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

კომპანია ‘’ჰიუნდაი’’ უკვე 8 წელია  აქტიურად
მოღვაწეობს ქართულ კალათბურთში და წლების განმავლობაში ის საქართველოს კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთ სტაბილურ პარტნიორად და ქართული კალათბურთის აქტიურ  მხარდამჭერად  იქცა.

კომპანია ‘’ჰიუნდაი’’  2009 წლიდან საქართველოს
ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორია, 2007 წლიდან აქვს ბავშვთა საკალათბურთო
სკოლა,  მიმდინარე  წელს
 გახდა  ისტორიაში პირველი „ა” ლიგის   მონაწილე ‘’სეუ-ჰიუნდაის’’
გენერალური სპონსორი, ასევე  აქტიურად  ეხმარება  ვეტერან კალათბურთელებს.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კომპანია ‘’ჰიუნდაი-ავტო საქართველოს’’
დირექტორმა დავით გიორგობიანმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა
მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერეს. მხარეებმა საინტერესო და ორიგინალური მემორანდუმები გაცვალეს,
რომლებსაც სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისურის ფორმა ჰქონდა, მემორანდუმზე გამოსახული
8 ნომერი კი ფედერაციასა და ‘’’ჰიუნდაი ავტო საქართველოს’’ შორის თანამშრომლობის 8-წლიან
ურთიერთობას გამოხატავს. 
დავით გიორგობიანი
(კომპანია „ჰიუნდაი  ავტო საქართველოს“ დირექტორი):
 ქართული კალათბურთი წარმატებულია არა მხოლოდ
საქართველოს ფარგლებში, არამედ საერთაშორისო არენაზეც.  ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ  სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.  ჩართულნი ვართ როგორც ბავშვთა კალათბურთში, ასევე
ვეტერან კალათბურთელებსაც ვუწევთ  დახმარებას
 და 
წელს „ა“ლიგაში მონაწილე  გუნდის სეუ-ჰიუნდაის
 გენერალური სპონსორებიც გავხდით.  სიამოვნებით მივესალმებით „ა“ ლიგის შექმინის პრეცედენტს,
რომელიც მართლაც უმნიშვენელოვანესია კალათბურთის განვითარებისთვის. რაც შეეხება ჩვენს  8-წლიან ურთიერთობას, ეს ფედერაციის სწორი მუშაობითაა
განპირობებული. კმაყოფილნი ვართ ქართული კალათბურთის  შედეგებით და გვიხარია რომ  ჩვენც ამ პროცესის თანამონაწილეები ვართ.

 მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
პრეზიდენტი): დიდი მადლობა 
კომპანია „ჰიუნდაის“ აქტიური თანამშრომლობისთვის და ქართულ კალათბურთში ასეთი
ჩართულობისთვის. ეროვნულ ნაკრებთან  სასპონსორო
ხელშეკრულება  1 წლით გახანგრძლივდა და იმედია
მაქვს მომავალში კიდევ  გაგრძელდება.  ქართულ კომპანიებს მოვუწოდებ  ჩაერთონ 
ქართული სპორტის განვითარებაში, რადგან ეს არის ჩვენი ერის ჯანმრთელი მომავლის
გარანტი.