საკალათბურთო კლუბმა “კაკტუსმა” სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ გუნდს სუპერლიგაში ადგილი შენარჩუნება საკვალიფიკაციო სერიაში მოუწევს, რომელიც პლეი ოფის დაწყებამდე გაიმართება. კაკტუსელებმა 20 მატჩიდან 6 მოიგეს და ცხრილში მხოლოდ “დინამოს” აჯობეს. დინამოელები “ა” ლიგაში დაქვეითდნენ, “კაკტუსს” კი “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან მოუწევს საკვალიფიკაციო სერიის 3 მოგებამდე თამაში. კაკტუსელთა მეტოქე ან “კავკასია”, ანაც “ასტრალი” იქნება. ამ გუნდებს შორის “ა” ლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში 1:1-ია.
“კაკტუსს” ბოლოსწინა ადგილი თავიდან რომ აეცილებინა, დღეს “მეგასთვის” 25 ქულით უნდა მოეგო, თუმცა საბოლოო მიზნამდე მხოლოდ ეს არ კმაროდა. მომდევნო მატჩში “მეგას” “ცხუმ-აფხაზეთთან” უნდა წაეგო და ამ შემთხვევაში გადათამაშებაში სწორედ “მეგას” მოუევდა თამაში, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა “კაკტუსს” შანსი არ დაუტოვა. 25 ქულით მოგებული პირველი ნახევრის შემდეგ “მეგამ” საბოლოოდ 87:74 (სტატისტიკა) მოიგო და სუპერლიგაში დარჩენა ხომ გაინაღდა, ბოლო ტურში “ცხუმ-აფხაზეთის” ძლევით ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურებას ეცდება, რათა პლეი ოფში შედარებით მისაღები მეტოქე შეხვდეთ.