Junior NBA-GBF ლიგის ფინალი და დაჯილდოვების ცერემონიალი ოლიმპიურ სასახლეში 27 ივნისს გაიმართება

Junior NBA-GBF ლიგის ფინალი და დაჯილდოვების ცერემონიალი ოლიმპიურ სასახლეში 27 ივნისს გაიმართება

 jrnbaleague.ge Junior NBA-GBF ლიგის
ფინალისტები ცნობილია. 27 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 17:00 საათზე ჩემპიონობისთვის
ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი „ჩიკაგო ბულსი“ და ქუთაისური „ლეიკერსი“ შეხვდებიან.
ამ გუნდებმა დღეს ნახევარფინალური მატჩები მოიგეს და Junior
NBA-GBF ლიგის მეორე გათამაშების
მოსაგებად იბრძოლებენ.

პირველი ნახევარფინალი,
რომელშიც „ზაზა-ჩიკაგომ“ „ჰიუნდაი-ფილადელფია“ 50:41 დაამარცხა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
პირველი პერიოდი ჰიუნდაელებმა 7:4 მოიგეს, ხოლო მეორე 8:9 დათმეს და დიდი შესვენებისთვის
2 ქულით ლიდერობდნენ. ზაზას აკადემიის გუნდმა გარდატეხა მესამე პერიოდში მოახდინა,
რომელიც 20:12 მოიგო და წინ დამაჯერებლად გაჭრილს ლიდერობის ბოლომდე შენარჩუნება აღარ
გასჭირვებია.

მეორე ნახევარფინალში
„ლეიკერსის“ სახელით მოთამაშე ქუთაისის გუნდმა 55:29 დაამარცხა გორის „იუტა ჯაზი“ და
ფინალში „ჩიკაგო ბულსს“ (ზაზას აკადემია) შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ
Junior NBA-GBF ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ურთიერთთანამშრომლობის
ფარგლებში ატარებენ. მხარდამჭერები არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა
სამინისტრო. Junior NBA-GBF ლიგა მეორე წელია,
ტარდება და მასში 1000-ზე
მეტი ბავშვია ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სპეციალურად ფინალზე დასასწრებად დასაქართველოში Junior
NBA-ის ევროპული ოფისის ხელმძღვანელები
ჩამოვიდნენ, ხოლო
ნბა-ს ელჩად Junior NBA-GBFლიგის ფინალზე წარმოდგენილი იქნება მარკო მილიჩი – სლოვენიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელსაც ნბა-ში სოლიდური წარმატებით უთამაშია. 

ხვალ, 27 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში
15:20 საათზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართბა, რომელშიც გორის „იუტა ჯაზი“ და
„ჰიუნდაი-ფილადელფია“ დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი კი 17:00 საათზე დაიწყება.
13:00 საათზე გაიმართება საკალათურთო კემპი, რომელსაც ამერიკიდან ჩამოსული სპეციალისტები
ქართელ მწვრთნელებთან ერთად ჩაატარებენ.