Junior NBA-GBF ლიგის 2 ოთხთა ფინალისტი გაირკვა

Junior NBA-GBF ლიგის 2 ოთხთა ფინალისტი გაირკვა

 jrnbaleague.ge Junior NBA-GBF ლიგის
მორიგი სეზონი დასასრულს უახლოვდება. დაგეგმილია ოთხთა ფინალის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც
საქართველოში ამერიკელი სტუმრები ჩამოვლენ და ყველაზე მასშტაბურ ქართულ-ამერიკულ პროექტში
მონაწილეობას მიიღებენ.

ამერიკიდან თბილისში Junior NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალის
გასალამაზებლად ჩამოდის შოუ-ბატუტისტთა გუნდი, რომლებიც მაყურებლებს საინტერესო აკრობატულ
ნომრებს შესთავაზებენ.

ამასობაში კი გაირკვა ოთხთ ფინალის 2 მონაწილე. აღმოსავლეთ
კონფერენციის 3 დივიზიონიდან პლეი ოფში გასულმა 8 გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან
დაიწყეს. პლეი ოფის პირველ რაუნდში „ჰიუნდაიმ“ 
„ზაზა 2“-ს მოუგო, „ზაზა 1“-მა „ოვერტაიმს“ აჯობა,  „რუსთავმა“ „ფოთი“ დაამარცხა, ხოლო „აკადემიამ“
„ბათუმის“ გუნდი დაამარცხა.

დღეს გაიმართა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური
მატჩები, რომელშიც „ჩიკაგო ბულსის“ სახელით მოასპარეზე „ზაზა 1“-მა „ბრუკლინ ნეთს“,
ანუ „აკადემიას“ სძლია, ხოლო „ფილადელფიის“ სახელით მოთამაშე „ჰიუნდაიმ“ გზიდან რუსთავის
„დეტროიტ პისტონზი“ ჩამოიცილა.

„ზაზა 1“ და „ჰიუნდაი“ ოთხთა ფინალში არიან და ელოდებიან
მეტოქეებს, რომელთ ვინაობაც 25 ივნისს გაირკვევა. მანამდე კი დასავლეთ კონფერენციის
პლეი ოფის მატჩები უნდა გაიმართოს. დღეს დასრულდა აღნიშნული კონფერენციის რეგულარული
ჩემპიონატის მატჩები და მომდევნო დღეებში ის 2 ოთხთა ფინალისტიც გვეცოდინება, რომლებიც
Junior NBA-GBF ლიგის
მეორე გათმაშების ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

26-27 ივნისს, Junior NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალის ფარგლებში გაიმართება
Junior NBA-ის
წარმომადგენელთა საწვრთნელი კემპი (კლინიკა), რომელშიც ლიგის მონაწილე ქართველი მოზარდები
მიიღებენ მონაწილეობას.  წარმოგიდგენთ Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის
ბადეს, რომლის ერთ მხარეს ფინალისტები გარკვეულნი არიან, ხოლო მეორეში მატჩები 24 და
25 ივნისს გაიმართება.