ცხრილი
Junior NBA-GBF ლიგა რეგიონებიდან დაიწყო. ეგრედ წოდებული პასიფიკის დივიზიონი, რომელსაც ქუთაისი მასპინძლობს, დასასრულს უახლოვდება. გასულ დღეებში დივიზიონის 2 წრის მატჩები ჩატარდა, რომლებშიც დომინირებას ქუთაისის პირველმა გუნდმა მიაღწია. აღნიშნული გუნდი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით გამოდის და დივიზიონში გამართული 7 მატჩიდან ყველაში იმარჯვა.
„ლეიკერსის“ შემდეგ მოდის „საკრამენტო კინგზი“, რომლის სახელითაც „სოხუმი“ გამოდის“. სოხუმელებმა მხოლოდ 1 წრე ჩაატარეს და ქუთაისში გამართული 4 მატჩიდან 3-ში გაიმარჯვეს. შესაბამისად, მეორე ადგილზეც „საკრამენტო“ იმყოფება“, რომელსაც დივიზიონის დარჩენილ წევრებთან ერთდ თითო მატჩი აქვს გასამართი.
შეგახსენებთ, რომ პასიფიკის დივიზიონში სოხუმელებთან ერთად ქუთაისის 4 გუნდი გამოდის. 2 წრის დასრულების შემდეგ 2 საუკეთესო პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს, თუმცა მესამე ადგილზე გასულ გუნდსაც ექნება გასვლის შანსი. დასავლეთ კონფერენციის 3 დივიზიონიდან (პასიფიკი, სამხრეთ-დასავლეთი, ცენტრალური დივიზიონი) პლეი ოფში 2 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა.
Junior NBA-GBF ლიგის სატურნირო ცხრილი და შედეგები იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.jr.superleague.ge