Junior NBA – GBF ლიგა მარტში დაიწყება

Junior NBA – GBF ლიგა მარტში დაიწყება

ვიდეო  

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გასული წლის ერთ-ერთი
ყველაზე წარმატებული პროექტის ორგანიზატორები ლონდონში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.
გასული წლის ივნის-ივლისში ჩატარებულ Junior NBA – GBF ლიგას კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება
საქართველოში ამერიკის საელჩოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობის ბიუროს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის Junior Nba-ს განყოფილებასა და
ნბა-ს ევროპის ოფისთან ერთად გაუწია. ტურნირში, რომელმაც მთელი
საქართველო მოიცვა, საკვალიფიკაციო ეტაპიანად მონაწილეობა 52-მა გუნდმა მიიღო და პროექტი
ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების მიერ ამ სფეროში საუკეთესოდ აღიარეს.

საქართველოს მხრიდან ტურნირის ორგანიზატორები Junior Nba-ის ხელმძღვანელობამ ლონდონში მიიწვია.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე აღნიშნულ პროექტში ჩართულ
ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად გასულ კვირაში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა,
სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართა Junior NBA-ს ევროპული ოფისის საკალათბურთო ოპერაციების დირექტორ ნილ
მეიერთან და Junior Nba-ის სამუშაო ჯგუფთან.

მიხეილ გაბრიჩიძე და ნილ მეიერი

Junior Nba-ის ხელმძღვანელობის მიწვევით
პროექტის ორგანიზატორები ნბა-ს გლობალური თამაშების ეგიდით ლონდონში ჩატარებულ რეგულარული
ჩემპიონატის მატჩს: დენვერი – ინდიანა დაესწრნენ.

კიდევ ერთხელ აღინიშნა გასულ წელს საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარებული
Junior NBA – GBF ლიგის შესახებ და სამომავლო
გეგმებიც დაისახა. გადაწყდა, რომ Junior
NBA – GBF ლიგა საქართველოში სავარაუდოდ მარტის
თვეში დაიწყება, ხოლო მანამდე ამ ლიგის სტრუქტურულ და ახალ სტრატეგიულ ფორმირებაზე
იწარმოებს მუშაობა. Junior NBA – GBF ლიგის შესახებ სიახლეებს
და პერიოდულად მოგაწვდით. 

მიხეილ გაბრიჩიძე და ვანია ჩერნივეცი