VIDEOსაქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტი
JR.NBA-GBF ლიგა ჩატარდა.
„ჯუნიორ NBA-GBF ლიგის“ ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელიც ტურნირში „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობდა. „ზაზას აკადემიამ“ საჩემპიონო მატჩში „ლოს
ანჯელეს ლეიკერსის“ სახელით მოასპარეზე „ქუთაისი“ დაამარცხა და დაჯილდოვების ცერემონიალის ბოლოს საჩემპიონო თასი ნბა-ს
საპატიო ელჩისგან – ცნობილი სლოვენიელი კალათბურთელისგან – მარკო მილიჩისგან ჩაიბარა.
JR.NBA-GBF ლიგა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ამერიკის
საელჩოსა და კალათბურთის რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით წელს უკვე მეორედ ჩატარდა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი ბავშვი ჩაერთო.