JR.NBA – GBF ლიგაში ოთხთა ფინალი იწყება

JR.NBA – GBF  ლიგაში ოთხთა ფინალი იწყება

 გალერეა Junior NBA – GBF-ის
ოთხთა ფინალის მონაწილეები ცნობილნი არიან. მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული
ტურნირის მოსაგებად 24 ივნისს ნახევარფინალში დასავლეთ კონცერენციიდან გოლდენ
სტეიტი (ქუთაისი) და დალას მავერიკსი (ბათუმი) შეხვდებიან, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციიდან  კლივლენდი (რუსთავი) და ფინადელფია (ჰიუნდაი).

აღსანიშნავია,
რომ Junior NBA საქართველოში პირველად ტარდება და მისი ორგანიზატორები საქართველოს
კალათბურთის ფედერაცია, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ნბა), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და
კულტურული ურთიერთობების ბიურო და
საქართველოში ამერიკის საელჩო არიან. ეს ტურნირი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და მასში მთლიანობაში 6
მილიონზე მეტი ბავშვია ჩართული. საქართველოში Junior NBA – GBF-ში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით 700-ამდე ბავშვმა მიიღო.

როგორც
ყველგან, Junior NBA საქართველოშიც
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ანალოგიურად ჩატარდა და მასში 6
დივიზიონად (2 კონფერენციად) დაყოფილმა 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. დივიზიონების
მატჩები საქართველოს 6 ქალაქში – თბილისში, გორში, თელავში, რუსთავში, ქუთაისსა და
ბათუმში 2 წრედ ჩატარდა. თითოეული დივიზიონის საუკეთესო 2 გუნდი პირდაპირ პლეი
ოფში გავიდა, ხოლო თითო კონფერენციის 3 დივიზიონის 3 მესამეადგილოსნიდან პლეი ოფის
საგზური 2-მა საუკეთესომ მოიპოვეს.

შედეგად,
პლეი ოფში შემდეგი 16 გუნდი გავიდა: აღმოსავლეთ კონფერენცია: ფილადელფია (ჰიუნდაი), ნიუ იორკი
(აკადემია 1), ბოსტონი (151-ე სკოლა), ვაშინგტონი (ბასტიონი), ორლანდო (თელავი),
კლივლენდი (რუსთავი), დეტროიტი (დინამო) და ჩიკაგო (იბერი)დასავლეთ კონფერენცია: გოლდენ სტეიტი
(ქუთაისი 1), დალასი (ბათუმი), პორტლენდი (გორი 1), ნიუ ორლეანი (ფოთი),
საკრამენტო (ქუთაისი 2), ოკლაჰომა (გორი 2), იუტა (კასპი) და სან ანტონიო
(აკადემია 2)

დასავლეთ
კონფერენციის პლეი ოფის მატჩები 21 ივნისს ქუთაისში გაიმართა, სადაც პირველი
რაუნდი წარმატებით დაძლიეს გოლდენ სტეიტმა, დალასმა, პორტლენდმა და ნიუ ორლეანმა.
კონფერენციის ნახევარფინალში გოლდენ სტეიტმა ნიუ ორლეანი დაამარცხა, ხოლო დალასმა
პორტლენდს მოუგო. შესაბამისად, ოთხთა ფინალის საგზურებიც დალასმა და გოლდენ სტეიტმა
მოიპოვეს

აღმოსავლეთ
კონფერენციაში მერვედფინალური მატჩები 21 ივნისს ჩატარდა. ყველაზე დაძაბული მატჩი
ფილადელფიასა და ჩიკაგოს შორის გაიმართა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე
ჩიკაგოელები 25:21 უგებდნენ ფილადელფიას, თუმცა ამ უკანასკნელმა ჩინებულად ჩაატარა
გადამწყვეტი ეპიზოდი და 28:25 გაიმარჯვა. ფილადელფიელებთან ერთად კონფერენციის
მეოთხედფინალში გავიდნენ ნიუ იორკი, კლივლენდი და დეტროიტი.

საინტერესო
და დაძაბული გამოდგა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, ანუ მთლიანად ლიგის ოთხთა
ფინალში გასასვლელი მატჩები, რომლებიც 22 ივნისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში
ჩატარდა. კლივლენდმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა დეტროიტი, ხოლო ფილადელფიამ მოუგო
ნიუ იორკს და შესაბამისად, ლიგის 4 საუკეთესო გუნდიც დაკომპლექტდა:

24
ივნისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დასავლეთ კონფერენციის ფინალურ მატჩში
ერთმანეთს გოლდენ სტეიტი და დალასი შეხვდებიან, ხოლო აღმოსავლეთის საუკეთესო
გუნდის ტიტულისთვის ფილადელფია და კლივლენდი იბრძოლებენ.

ფინალური
დაპირისპირება და მატჩი მესამე ადგილისთვის 25 ივნისს გაიმართება, რის შედეგადაც
ჩემპიონი და ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გამოვლინდება. ფინალურ მატჩებზე
საგანგებოდ ამერიკიდან ჩამოვლენ ნბა-ს და ქალთა ნბა-ს მოთამაშეები. ღონისძიებას
დაესწრება ამერიკის პროფესიული ლიგის ერთადერთი მოქმედი ქართველი კალათბურთელი
ზაზა ფაჩულია.

კლივლენდი – ბოსტონი

ჩიკაგო – ფილადელფია

ნიუ იორკი – ორლანდო

ნიუ იორკი – ფილადელფია

დეტროიტი – კავალიერსი