„JR.NBA – GBF ლიგა” იწყება

„JR.NBA – GBF  ლიგა” იწყება

გალერეანაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში
იწყებენ რიგით
მეორე ტურნირს
სახელწოდებით “, „JR.NBA –
GBF  ლიგა“ , რომლის  პარტნიორია საქართველოში ამერიკის საელჩო.
ტურნირის მხარდამჭერნი არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა
და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. „JR.NBA – GBF  ლიგაში“  2005-2006-2007 წლებში
დაბადებულ ვაჟთა
და გოგონათაგან  დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ.

„ JR.NBA – GBF  ლიგის“ 2017 წლის სეზონის გახსნას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ
უმასპინძლა. კენჭისყრას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ
ხეჩიკაშვილი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში
ნიკოლას ბერლინერი, რომელმაც კენჭისყრაზე ამერიკის საზღვაო ოფიცრებთან ერთად მიიღო
მონაწილეობა, ბერა ივანიშვილი, ვეტერანი კალათბურთელები, რეგიონალური ფედერაციების
პრეზიდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.


JR.NBA – GBF  ლიგა“,  პირველად შარშან
ჩატარდა. წლევანდელი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპში 68 გუნდმა მიიღო
მონაწილეობა. „ JR.NBA – GBF  ლიგა“  საქართველოს რეგიონებში – იმერეთში, კახეთში,
აჭარაში, შიდა
და ქვემო
ქართლში ჩატარდება
და 6 ქალაქს
მოიცავს. ტურნირში
მონაწილეობას მიიღებენ
ქუთაისის, ფოთის,
ბათუმის, გორის,
ოზურგეთის, კასპის,
ხაშურის, რუსთავის,
თელავისა და
თბილისის გუნდები:
მთლიანობაში 30 საუკეთესო
საკალათბურთო სკოლის
გუნდი.

„JR.NBA
– GBF  ლიგის“  30 გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო კლუბს
წარმოადგენს, რომლებმაც ტურნირში მონაწილეობისთვის  კენჭისყრაზე შესაბამისი კლუბის
მაისური მიიღეს. კენჭისყრისას შედგა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც ოპერატიულად გააშუქებს ტურნირის
მსვლელობას.

ჯუნიორ ნბა,
გოგონათა და
ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური
ახალგაზრდული პროგრამა
მოიცავს ფუნდამენტალურ საფუძვლებს, ასევე თამაშის
მთავარ ფასეულობებს, რომლებიც თავის
მხრივ ეხმარება
მომავალ კალათბურთელებს, ასევე მწვრთნელებსა და მშობლებს,
გაიღრმავონ სათამაშო
ცოდნა და
გამოცდილება. მსოფლიოს
34 ქვეყნის მასშტაბით
2016-2017 წლების სეზონის
ჯუნიორ ნბა-ში მონაწილეობას იღებს
7 მილიონი ბავშვი.

ნბა-ს მსგავსად, „ჯუნიორ
ნბა საქართველოს“ ლიგაში გუნდები
დაიყოფიან ორ
კონფერენციად და
6 დივიზიონად. ტურნირი
მაისში დაიწყება
და ივნისის
ბოლომდე გასტანს.
6 დივიზიონიდან პლეი
ოფში საუკეთესო
8 გუნდი გავა.
თითო კონფერენციის 2-2 საუკეთესო გუნდი
ფინალურ მატჩებში
მონაწილეობის უფლებას
მოიპოვებს, რომელიც
თბილისში გაიმართება და გამოავლენს „JR.NBA – GBF  ლიგის““ ჩემპიონს.
 მიხეილ
გაბრიჩიძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: მეორე წელია, საქართველო “ჯუნიორ ნბა”-ს ტურნირს მასპინძლობს და ჩვენთვის დიდი პატივია აღნიშნილი ტურნირის პარტნიორებთან ერთად ორგანიზება. მომავალი თაობისთვის ეს ტურნირი დიდი სტიმული და მოტივაციაა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კალათბურთელებს ზრდას. ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება და ეს ქართული კალათბურთის მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: მივესალმები ნბა-ს ახალგაზრდული ლიგის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას, საქართველოში ამერიკის საელჩოს და, რა თქმა უნდა, კალათბურთის ფედერაციას, რომელთა უშუალო ძალისხმევითაც საქართველოში ასეთი მნიშვნელობის ტურნირი მეორედ ჩატარდება. მოხარული ვარ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არის ახალგაზრდული ლიგის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორი.
ნიკოლას ბერლინერი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში:
ძალიან კარგია ეს ყველაფერი, რომ ბავშვები გაერთონ და ამასთანავე სულისკვეთება აიმაღლონ.
ჩვენ ამ პროექტს მხარს ვუჭერთ აშშ-სა და საქართველოს 25 წლიანი ურთიერთობების ფარგლებში.
ეს არ მოიცავს მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობებს, ეს არის მეგობრობის, პარტნიორობის
და ურთიერთთანადგომის 25 წელი.
ვანია ჩერნივეჩი,
Jr. NBA-ს
ოპერაციების ხელმძღვანელი: ძალიან მიხარია რომ წელს ისევ დავბრუნდით
საქართველოში. ძალიან კარგია ამდენი გახარებული სახის ნახვა. ამ ქვეყანაში კალათბურთი
ძალიან უყვართ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სანიმუშო საქმეს აკეთებს
ამ პროექტით მომავალი თაობისთვის. ამაში დიდი ძალისხმევა ჩადებული და საქმესაც პროფესიუნალურად
უდგებიან. ჩვენთვის პატივია თქვენს ფედერაციასთან თანამშრომლობა, რადგან ეს წაახალისებს
სპორტს, ჯანმრთელი ცხოვრების წესს, გუნდურ სულისკვეთებას. მოუთმენლად ველოდები ფინალებს! 

ბერა, ქართველი
არტისტი: ძალიან დადებითი ემოცილებით ვარ სავსე. ბავშვები ძალიან მიყვარს
და ისინი ყოველთვის დიდ მუხტს მაძლევენ. საორგანიზაციო კუთხით, წელს შარშანდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კიდევ უფრო დაიხვეწა ღონისძიება და  ემოციაც და მუხტიც ბუნებრივია უფრო მეტია. ისევე როგორც შარშან,
ზედიზედ მეორედ „გოლდენ სტეიტი“ ამოვიღე. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა და ძალიან გამეხარდა. ყველა ბავშვს წარმატებას
ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ ბევრ მათგანს ვიხილავთ ნამდვილ NBA-ში. 

სრული გალერეა