იმერეთში საკალათბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს

იმერეთში საკალათბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს

იმერეთში საკალათბურთო აქტივობაა. მიმდინარეობს 2000-2001 წლებში დაბადებულთა რეგიონის ჩემპიონატი, რომელშიც იმერეთის სხვადასხვა ქალაქის 10 გუნდი მონაწილეობს. თამაშდება დიდი ქართველი მწვრთნელის, სულიკო თორთლაძის გარდამავალი თასი.
იმერლებს სიახლე აქვთ ინტერნეტ-სივრცეშიც. რეგიონის კალათბურთის ფედერაციამ საკუთარი ფეისბუქის გვერდი გახსნა, სადაც გარდა იმერეთის ჩემპიონატისა, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საკალათბურთო აქტივობები შუქდება.
იმერეთის ჩემპიონატმა სტარტი 1 მარტს აიღო. გახსნის საზეიმო ცერემონიალი წყალტუბოს სპორტულ დარბაზში გაიმართა და მას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრო. გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი – „ა“ ჯგუფის 6 გუნდი წყალტუბოში ითამაშებს, ხოლო „ბ“-ში მოასპარეზე 4 გუნდი – ხარაგაულში.
1 მარტს წყალტუბოში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისმა ბაღდათს 76:30 მოუგო, ხონმა სამტრედია 54:49 დაამარცხა, ხოლო წყალტუბომ ტყიბულს 68:55 სძლია. 8 მარტს სტარტი „ბ“ ჯგუფის გუნდებმაც აიღეს, რომელშიც საჭხერე, ჭიათურა, ხარაგაული და ზესტაფონი ასპარეზობენ. 14 და 15 მარტს ორივე ჯგუფში მეორე ტურის მატჩები გაიმარტა და ლიდერებიც გამოიკვეთა.
იმერეთის ჩემპიონატის სიახლეებზე ოპერატიულ ინფორმაციას რეგიონის კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე მიიღებთ:  facebook/imeretis federacia