განახევრებულმა აკადემიამ ოლიმპს მოუგო

განახევრებულმა აკადემიამ ოლიმპს მოუგო

 სტატისტიკა  გალერეაგუშინ ბათუმსა და ქუთაისში დაწყებული 22-ე ტური დღეს
თბილისში გრძელდება. დაგეგმილი 2 მატჩიდან 1 უკვე გაიმართა, რომელშიც მოულოდნელი შედეგი
დაფიქსირდა: „აკადემიამ“ „ოლიმპს“ მოუგო.

მიმდინარე ჩემპიონატი იმდენად დაძაბულია, მოულოდნელი
შედეგი არ არსებობს. ყველა გუნდს აქვს ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვების შანსი, თუმცა
ამ ტურის წინ „აკადემიაში“ კარდინალური ცვლილებები განხორციელდა და გუნდის შემადგენლობა
გვარიანად დასუსტდა. „აკადემიის“ ხელმძღვანელობამ გუნდიდან დაითხოვა მთავარი მწვრთნელი
გელა წულაძე და მისი ასისტენტები – გია კაზანჯიანი და ირაკლი ტომარაძე. გუნდი დაატოვებინეს
ასევე 2 ამერიკელ ლეგიონერს – ჩაგდებული ქულების მხრივ ლიდერებს: მორის ბრიგსს და რეი-არ
სთროუბრიჯს.

უდიდესი დანაკლისის მიუხედავად „აკადემიამ“ გამარჯვების
მოპოვება შეძლო. დაარხეინებული ოლიმპელები, რომლებმაც საქმე წინდაწინ მოთავებულად ჩათვალეს,
სამაგალითოდ დაისაჯნენ. „აკადემიამ“ შეხვედრა 76:70 მოიგო, რაშიც სოლიდური წვლილი ვლადიმერ
კრისევიჩმა დაიდო, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. 14 ქულა მოაგროვა მერაბ ბოქოლიშვილმა,
ხოლო კოკა ტომარაძის ანგარიშზე 11ქულა დაგროვდა. 
 
მატჩისშემდგომი კომენტარები 
გია მაისურაძე (“ოლიმპის” მწვრთნელი): სამწუხაროდ ვერ გამოვფხიზლდით, არასწორი ტაქტიკური სვლები და გადაადგილებები გავაკეთეთ და ეს ძლიან საჭირო და მნიშვნელოვანი თამაში დავთმეთ.
გიორგი ნიკოლაძე (“აკადემიის” მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ გუნდს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა (მოგეხსენებათ ლეგიონერები და მწვრთნელები გავუშვით) მაინც მოვიგეთ თამაში. ბოლომდე ვიბრძოლეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.