,,ევროპა-ბეთი” სუპერლიგის გენერალური სპონსორი გახდა

საქართველოს საკალათბურთო
სუპერლიგა 19 ოქტომბერს იწყება. რიგით 23-ე ეროვნული ჩემპიონატი სტარტს სპორტის სასახლეში
4 მატჩით აიღებს. 2013-14 წლების სეზონში მონაწილეობას 9 გუნდი მიიღებს – შსს აკადემია,
ოლიმპი, არმია, ქუთაისი, დინამო, სოხუმი, რუსთავი, ბათუმი და მაქაბი.

სუპერლიგის რეგულარული
ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც 8 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას
მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. განსხვავებით წინა წლებისა, მომავალ სუპერლიგში მეოთხედფინალები
3 მოგებამდე გაგრძელდება და ანალოგიურად იქნება ნახევარფინალურ და ფინალური სერიებშიც.

ახალი სეზონის  დაწყებასთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტროში დღეს პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც სუპერლიგის ახალი გენერალური
სპონსორის პრეზენტაცია მოეწყო. 2013-14 წლების სეზონში სუპერლიგის გენერალური სპონსორი
აზარტული თამაშების კომპანია “ევროპა ბეთი” იქნება.

პრესკონფერენციაზე მასმედიისთვის  კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა
და ,,ევროპა-ბეთის” დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა
ისაუბრეს.

 ბესიკ ლიპარტელიანი:
 ხვალ 23-ე ეროვნული
ჩემპიონატი აიღებს სტარტს. სამწუხაროა, რომ სტუდენტური გუნდები არ მონაწილეობენ, შარშან
11 გუნდი ასპარეზობდა, წელს რაოდენობა 9-მდე შემცირდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატი
საინტერესოდ ჩაივლის.  ძალიან სასიამოვნოა,
რომ სუპერლიგას გაუჩნდა გენერალური სპონსორი ,,ევროპა-ბეთის” სახით, აქამდე ეროვნულ
ჩემპიონატს სპონსორი არ ჰყოლია. ეს წაადგება სუპერლიგის და, ზოგადად, კალათბურთის განვითარებას.

გიორგი გედევანიშვილი:  ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა
შედგა და ახალ სეზონზე სუპერლიგის გენერალური სპონსორი სწორედ ჩვენი კომპანია იქნება.
ასეთი ხელშეკრულებები კალათბურთის წინსვლას და განვითარებას ნამდვილად ხელს შეუწყობს.

თამარ ქვილითაია (”ევროპა-ბეთის”
მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი):   ჩვენ, როგორ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, თავს
ვალდებულად ვთვლით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული სპორტის განვითარებაში. ეს არ არის
პირველი შემთხვევა, ძალიან აქტიურად ვგულშემატკივრობთ ქართულ სპორტს და, რა თქმა უნდა,
კალათბურთს. ჩვენი მხრიდან მსგავსი თანადგომა მომავალშიც გაგრძელდება.