ეროვნული ნაკრებისა და სუპერლიგის პარტნიორი სპონსორი ევროპაბეთი გახდა

ეროვნული ნაკრებისა და სუპერლიგის  პარტნიორი სპონსორი ევროპაბეთი გახდა

 გალერეასაქართველოს
ეროვნულ ნაკრებსა და საკალათბურთო სუპერლიგას ახალი გენერალური პარტნიორი ჰყავს. ნაკრებისა
და ეროვნული ჩემპიონატის გენერალური პარტნიორი  აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთი“ გახდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „ევროპა ბეთს“ შორის პარტნიორობის
მემორანდუმი დღეს გაფორმდა.
 ფედერაციის მხრიდან
მემორანდუმს ხელს  პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძემ
მოაწერა, ხოლო „ევროპაბეთისგან“ – კომპანიის დირექტორი მაია კოპინაძემ. მხარეებს შორის
გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ევროპაბეთი“ უახლოესი 1 წლის მანძილზე ეროვნულ
ნაკრებს და სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

  სუპერლიგის გათამაშება მაისის ბოლოს
დასრულდება, ივლისიდან კი ეროვნული ნაკრები შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონატისთვის
მზადებას დაიწყებს. ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ევრობასკეტისთვის
მოსამზადებელი გეგმა შეადგინეს. მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები მთლიანობაში
3 საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას – ლიტვაში, საბერძნეთში და საქართველოში,
თბილისის მერიის თასზე.

   საქართველოს ნაკრების
გაფართოვებულ შემადგენლობას გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ასისტენტებთან შეთანხმებით
გაზაფხულზე დაასახელებს, რის შემდეგაც, კანდიდატები თბილისში შეიკრიბებიან და სლოვენიურ
შეკრებაზე გამგზავრების წინ, 13-15 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. 
დღევანდელ პრესკონფერენციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ევროპაბეთის დირექტორი მაია კოპინაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ნაკრების გენერალური დირექტორი და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი ირაკლი ხოშტარია ესწრებოდნენ.

მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): მომავალი წელი ძალიან მნიშვნელოვანია ფედერაციისთვის და ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის. უამრავი ახალგაზრდული ჩემპიონატი გველის წინ სადაც ჩვენი ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე გვაქვს 3×3ზე ტურნირები, მაგრამ ამ ყველაფრის გვირგვინი არის ევრობასკეტი, სადაც ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა პირველი ადგილიდან შესარჩევ ეტაპზე. ამ ცხელ დღეებში, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ერთგული გულშემატკივრის მხარდაჭერა. საამაყო და სასიხარულოა, რომ ეროვნულ ნაკრებსა და ფედერაციას გვერდით დაუდგა ისეთი ძლიერი კომპანია, როგორიც ევროპაბეთია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა იქნება ორმხრივად ხელსაყრელი. იმედი მაქვს ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ. აქვე აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად ჩვენი ნაკრები ერთვება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და აქედან გამომდინარე, როგორც ევროპაბეთთან, ასევე სხვა სპონსორებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი იქნება  წარმატების მისაღწევად.
მაია კოპინაძე
(ევროპაბეთის დირექტორი): ძალიან დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო
ევროპაბეთის ჩართულობა. დიდ წარმატებას ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს და მოხარულნი ვართ,
რათა მოგვეცა საშუალება ვიყოთ მხარდამჭერები ქართული სპორტის და გვჯერა კალათბურთი
დიდ წარმატებას მიაღწევს.
შალვა გოგოლაძე
(სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე):
მე მივულოცავ კალათბურთის ფედერაციას დღევანდელი 
ხელშეკრულების გაფორმებას. დარწმუნებული ვარ ეს მხარდაჭერა ნამდვილად წაადგება
კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და ეროვნულ ნაკრებს, რათა მიაღწიოს იმ შედეგს, რომელსაც
ქართველი ხალხი მოელის ჩვენი ნაკრებისაგან. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სუპერლიგის
თამაშები უფრო სრულფასოვანი, ხარისხიანი და დაძაბული იქნება.

 პაატა ლობჟანიძე
(ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი): „დიდი მადლობა
„ევროპა ბეთს“. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და როგორც ამ კომპანიის,
ისე ჩვენი სხვა პარტნიორების დახმარებით ევროპის ჩემპიონატზე კარგ შედეგს მივაღწევთ.
რაც შეეხება ნაკრების მოსამზადებელ გეგმას, ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი და საკმარისია
საიმისოდ, რომ ჩვენი გუნდი კარგად მოემზადოს ევროპის ჩემპიონატისთვის, ასევე მსოფლიო
ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის, რომელიც ევრობასკეტის დასრულებიდან 2 თვეში დაიწყება.
შესაძლოა, რომ ამ გეგმაში მცირედით თარიღები შეიცვალოს, თუმცა სპარინგ-პარტნიორები
არ შეიცვლება და ეს 9 მოსამზადებელი მატჩი ნაკრებს დიდად წაადგება. აღვნიშნავ, რომ
ამჯერად მონაწილეობას მივიღებთ ძალიან პრესტიჟულ, აკროპოლისის საერთაშორისო ტურნირში,
რომელშიც უძლიერეს ევროპულ გუნდებთან მოგვიწევს სპარინგი. ამ ტურნირში მონაწილეობისთვის
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთვნელ ილიას ზუროსს, რომელმაც
საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციასთან შუამდგომლობა გაგვიწია.

ირაკლი ხოშტარია
(ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა შედგა მწვრთნელთა
შტაბისა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობის, კალათურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან
შეთანხმებით. გვინდა მადლიერების გრძნობა გამოვხატო იმის გამო, რომ ხელმძღვანელობამ
მაქსიმალურად გაითვალისწინა, თუ რა გეგმა, რა ხედვა, რა მონახაზი გააჩნია მწვრთნელთა
შტაბს, მოთამაშეებს და აქედან გამომდინარე, სავსებით გვაკმაყოფილებს ეს მოსამზადებელი
ეტაპი. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ ეს მოსამზადებელი ეტაპი და
კარგ ფორმაში შევხვდეთ 31 აგვისტოს, ლიტვასთან ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს.