დინამოს პირველი გამარჯვება

დინამოს პირველი გამარჯვება

საინტერესო გამოდგა  სუპერლიგის მეხუთე ტურის  ბოლოს წინა 
მატჩი ,,დინამოსა” და შინაგან  საქმეთა
სამინისტროს შორის,  სადაც დინამოელებმა 5 ქულის
სხვაობით, ანგარიშით  94:89 იმარჯვეს.

შეხვედრის პირველ ნახევარში ,,დინამო”  16-ქულიან უპირატესობას მიაღწია და  ტაიმი 56:40 მოიგო. მესამე მეოთხედში ,,ძალოვნები”
გააქტიურდნენ, პერიოდში 20:14 იმარჯვეს და 
მეტოქეს გაუთანაბრდნენ -60:60. ყველაზე 
საინტერესო ბოლო დასკვნითი პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც  გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა
,,დინამომ” მეტოქეს მოგების საშუალება არ მისცა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება
იზეიმა.

 მოგებულებს
ამერიკელმა ლეგიონერმა ქიენ კარტერმა ულიდერა, რომელმაც  29 ქულითა 
და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში
კი 17-17 ქულა რობო კრეპსისა  და აკაკი დავლიშვილის
ანგარიშზეა.

 სუპერლიგის
მეხუთე ტურის დაკვნით შეხვედრაში ,,არმია” თსუ-ს 
დაუპირიპირდება, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 18  საათზე დაიწყება.