დინამოს იოლი გამარჯვება რუსთავთან

დინამოს იოლი გამარჯვება რუსთავთან

 სტატისტიკა
 გალერეა დასრულდა სუპერლიგის მე-16 ტური. ბოლო მატჩში ერთმანეთს
„დინამო“ და „რუსთავი“ შეხვდნენ. გამარჯვება დინამოელებს დარჩათ, რომლებმაც ზედმეტი
გართულებების გარეშე – 68:60 მოიგეს.

„დინამოში“ დებიუტი ჰქონდა სერბ ფორვარდს, მაქსიმ კოვაჩევიჩს,
რომელმაც შეხვედრა 6 ქულით, 6 მოხსნით და 3 პასით დაასრულა. ზოგადად, ამ მატჩში მონაწილეობა
7-მა ლეგიონერმა მიიღო, რომელთაგან 4 რუსთაველებს ჰყავთ. მიუხედავად ამისა, დინამოელთა
დალაგებულ და გააზრებულ თამაშს ქვემოქართლელებმა ალღო ვერ აუღეს და მატჩის დებიუტში
რომ ჩამორჩნენ, მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდნენ დეფიციტის აღმოფხვრას, მაგრამ
უშედეგოდ.

ბოლო პერიოდში რუსთაველებმა შეძლეს ჩამორჩენის 5 ქულამდე
შემცირება, თუმცა ეს იყო მათი მაქსიმუმი. საბოლოოდ „დინამომ“ 8 ქულით – 68:60 იმარჯვა
და სუპერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ „ქუთაისს“ გაუთანაბრდა.

„დინამოში“ 12 ქულით ბომბარდირი ნოდარ გოგოძე გახდა.
11 ქულა მოაგროვა ებრიუ მაკალპიმ, ხოლო ბერიშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა
– მან 10 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. რუსთაველთაგან 18 ქულით საუკეთესო შედეგი დევიდ
კაილსმა დააფიქსირა, ნიკოლა გაჩეშამ კი 16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

სუპერლიგის მომდევნო, მე-17 ტური 12 და 13 თებერვალს
ქუთაისსა და თბილისში გაიმართება. 9 თებერვალს კი მე-15 ტურის გადადებული შეხვედრა:
აკადემია – ოლიმპი გაიმართება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენს
გუნდში 2 ახალწვეულია, რომლებმაც დღეს დამაკმაყოფილებლად ითამაშეს. მთლიანობაში, გუნდმა
კარგად შეასრულა მიღებული დავალება და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. მთავარია ამ ეტაპზე
ისაა, რომ სხვლა არ შევწყვიტოთ, კიდევ უფრო მეტი მობილიზებით, მეტად დამუშავებული კომბინაციებით
შევხვდეთ მომავალ მატჩებს. ჩვენს გუნდს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.

რამაზ გოგობერიშვილი („რუსთავის“ მტავარი მწვრთნელი):
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 51 აცილება გვქონდა, ამით ყველაფერი ნათქვამია.
მოთამაშეებს ნასროლი ბურთები არ წაუვიდათ. პირველ ტაიმში დაცვაში გვქონდა გარღვევები
და წაგება ამანაც განაპირობა. ფარზე თამაში მოვიგეთ, მაგრამ თამაში არ წაგვივიდა.“