დინამოს იოლი გამარჯვება რუსთავთან

დინამოს იოლი გამარჯვება რუსთავთან

 სტატისტიკა  გალერეამე-20 ტურის რიგით მეორე მატჩში სუპერლიგის ლიდერმა
„დინამომ“ მესამეადგილოსან „რუსთავს“ უმასპინძლა და ზედმეტი გართულების გარეშე –
87:62 დაამარცხა.

დინამოელებმა გასულ ტურში მიმდინარე სეზონის პირველი
მარცხი აუტსაიდერ „მგზავრებთან“ განიცადეს და „რუსთავთან“ სათამაშოდ მოედანზე მაქსიმალურად
კონცენტრირებულები გამოვიდნენ. შეხვედრის პირველი პერიოდი თბილისელებმა 28:22 მოიგეს
და მეორეში მცირე ჩავარდნაც ჰქონდათ. 22:31 ჩამორჩენილმა რუსთაველებმა მცირე სპურტი
მოაწყვეს და ტაიმის მიწურულს 36:35 დაწინაურდნენ.

დინამოელებმა საქმე დიდ შესვენებამდევე გამოასწორეს,
მეორე მეოთხედის დარჩნილი წუთები 13:2 მოიგეს და 45:38 გალიდერდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებს
პრობლემა აღარ შექმნიათ და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, მეტოქე ახლოს აღარ მიიკარეს.

დინამოელებმა საბოლოოდ 25 ქულის სხვაობით იმარჯვეს და
20 ტურის შემდეგ 19 მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობენ. გამარჯვებულებს 19 ქულითა და
8 მოხსნით ნიკოლა მარავიჩმა ულიდერა. 18 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დეონტა ვონის ანგარიშზეა.
13 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან ფაცაციამ. „რუსთავში“ 10-10 ქულით ყველაზე შედეგიანები
სერგო ათუაშვილი და რეზო ჩაჩანიძე იყვნენ.

ტურის მორიგ შეხვედრაში „მგზავრები“ „ქუთაისს“ უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):

„გვქონდა შეცდომები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რაც
იმაში გამოიხატებოდა, რომ მეტოქეს ვაძლევდით მეტ სივრცეებს. ამაში კი „რუსთავი“ ძლიერია.
შემდეგ მოვახერხეთ დაცვაში მჭიდრო თამაში, მეტოქე ერთი-ერთზე კარგად დავიჭირეთ და ეს
შედეგშიც აისახა. ეს იყო და ეს. ვეცდებით შემდეგ თამაშში უკეთესად ვითამაშოთ“.
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): 
„ძალიან სუსტად ვითამაშეთ დაცვაში, შეტევაშიც სამწუხაროდ არ წაგვივიდა სროლები. მოვემზადებით შემდეგი მატჩისთვის და დავხვეწავთ თამაშს“