დინამომ წაუგებელი სერია აკადემიასთან იოლად გააგრძელა

დინამომ წაუგებელი სერია აკადემიასთან იოლად გააგრძელა

 სტატისტიკა  გალერეა

სუპერლიგის მე-11 ტურის მომდევნო მატჩი ვერ გამოდგა
ისეთი დაძაბული, მიმდინარე გათამაშებას რომ ეკადრება. თითქმის ყველა შეხვედრა ბრძოლაში დაძაბულად მიმდინარეობს, რამდენიმე წუთის წინ დასრულებული „დინამო“ – „აკადემია“ კი
ვერ გამოდგა ესეთი. დინამოელებმა 30 ქულის სხვაობით – 85:55 გაანადგურა.

როგორც წესი, „აკადემიამ“ მეტოქეს დებიუტში არაფერი
დაუთმო. რამდენიმე წუთი აკადემიელები ლიდერობდნენ, თუმცა პირველი პერიოდის მიწურულს
ჩამორჩნენ და მას მერე ამაოდ ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას.

„დინამო“ ისედაც აღმავლობის გზაზეა და ბოლო 3 მატჩი
იოლად ჰქონდა მოგებული, ხოლო დღევანდელ შეხვედრაში ირაკლი ხოშტარიას გუნდს ერთ-ერთი
წამყვანი კალათბურთელი – ილია ლონდარიძე დაუბრუნდა. ეს უკანასკნელი ქუთაისში მომხდარი
ინციდენტის გამო იყო დისკვალიფიცირებული და სასჯელი პირნათლად მოიხადა.

ლონდარიძე თავისიანებს 13 ქულითა და 6 მოხსნით შეეხიდა,
საუკეთესო კი მიხეილ ბერიშვილი გახდა 21 ქულით. 11 ქულა ჰქონდა დანიელ უილიამსს, ხოლო
სამმა კალათბურთელმა – გიორგი შარაბიძემ, ნოდარ გოგოძემ და გრიგოლ შვანგირაძემ 9-9
ქულა მიითვალეს. აკადემიელთაგან კი ლეგიონერები გამოირჩნენ – მორის ბრიგსმა 14 ქულა
ჩააგდო, ემერსონ მიურეიმ კი – 11.

მე-11 ტურის ბოლო შეხვედრაში
ერთმანეთს „მგზავრები“ და „ოლიმპი“ ხვდებიან. 

მატჩისშემდგომი
კომენტარები:

 

ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): მოვიპოვეთ გამარჯვება და ვაგრძელებთ
წარმატებულ სერია, თუმცა რჩება ხარვეზები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ მომავალი შეხვედრისთვის.
იმედია მომდევნო მატჩში სრული შემადგენლობით ვიქნებით და კვლავაც სასურველ შედეგს ვაჩვენებთ.

გელა წულაძე 
(აკადემიის მთავარი მწვრთნელი): აშკარაა რომ მოწინააღმდეგე გუნდი  ყველაფერში გვჯობდა და ეს ლოგიკურად შედეგზეც აისახა.  გუნდმა მითითებული დავალებებიდან ვერცერთი შეასრულა
და მარცხი განვიცადეთ.  მოუმზადებლები ვართ,
თუმცა  ჯერ ყველაფერი წინაა და იმედია შევძლებთ
ფორმაში შესვლას.