სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-10 ტური დასრულდა. „დინამო თბილისი“
„სოხუმს“ შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ტურის დასკვნითი შეხვედრა საკმაოდ
უხვქულიანი გამოდგა, რომელიც სუპელრიგის ლიდერის გამარჯვებით – 108:86 დასრულდა.
სოხუმელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა უკრაინელ მეფარე ოლექსანდრ
ტიშჩენკოს, რომელმაც 17 წუთში 17 ქულა ჩააგდო და თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. უკრაინელი
ლეგიონერის შედეგიანი გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის. დინამოელებმა შეხვედრა
მაღალ ტემპში, შედეგიანად ჩაატარეს და სუპერლიგაში ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი პერიოდი „დინამომ“ 34:23 მოიგო, ხოლო მეორეში
ლიდერობას 4 ქულაც მიამატა და დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდა. სოხუმის
მწვრთნელი ხშირი როტაციით საქმის გამოსწორებას ეცადა, მაგრამ დინამოელები უშეცდომოდ
ირჯებოდნენ და მეტოქეს თამაშის შემობრუნება არ დაანებეს. ბოლო პერიოდის წინ თბილისური
გუნდი 21 ქულით იგებდა და კარგად დაწყებული მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
„დინამოში“ საუკეთესო შედეგი ახალგაზრდა ლევან გრძელიძემ
დააფიქსირა, რომელმაც 25 წუთში 25 ქულა მოაგროვა. 14 ქულა და 8 პასი მიითვალა დეონტა
ვონმა, ხოლო ნიკოლა მარავიჩმა გამარჯვებულებს 15 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. „სოხუმში“
17 ქულით ზემოთნახსენები ტიშჩენკო გამოირჩა, ოთარ ბულიავას ანგარიშზე კი 15 ქულა დარგოვდა.
სუპერლიგის მე-11 ტური 16 და 17 დეკემბერს, ბათუმსა
და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): „მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ქულა მივიღეთ,
დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. ის დავალება, რომ გვეთამაშა სწრაფი კალათბურთი,
ბიჭებმა კარგად შეასრულეს. ასე რომ უკმაყოფილების საფუძველი არ მაქვს, რასაც ვერ ვიტყვით
წინა ორ თამაშზე“.
ნუგზარ ჭეიშვილი
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): გუნდში ტრავმების გამო არასახარბიელო
მდგომარეობა გვაქვს. ამასთან, ზოგიერთ მოთამაშეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ახალი
ლეგიონერი დღეს შემოგვიერთდა და ჯერ გუნდთან შეუთამაშებელია. ამ ყველაფერმა ცხადია
გავლენა მოახდინა გუნდზე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეტოქედ ძალიან ძლიერი „დინამო“
გყავს.