დინამომ სეზონის პირველი მარცხი მგზავრებთან განიცადა

დინამომ სეზონის პირველი მარცხი მგზავრებთან განიცადა

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის მე-18 ტური გამორჩეული მატჩით აღინიშნა.
პირველად, მიმდინარე სეზონში მარცხი განიცადა „დინამო თბილისმა“, რომელსაც დღემდე წაგება
არც სუპერლიგაში განეცადა და არც დუდუ დადიანისა და საქართველოს თასის გათამაშებაში.

17-დან 17 მოგების მქონე „დინამო“ ბოლო ადგილზე მყოფ
„მგზავრებს“ ხვდებოდა. სუპერლიგის აუტსაიდერმა გასულ ტურში უშუალო კონკურენტ „ოლიმპთან“
წააგო და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. „მგზავრები“ 1 კვირის
წინ დინამოს თასზე ეთამაშა და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. დღევანდელი მატჩშიც
ანალოგიური სცენარით წარიმართა, თუმცა განსხვავება ის იყო, რომ მატჩის ბოლო პერიოდში
„მგზავრები“ არ გატყდნენ და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე წარმატებით დააგვირგვინეს.

თანაბრად მიმდინარე მატჩის ბოლო წუთებზე გადამწყვეტი
გამოდგა „მგზავრების“ სამქულიანები: კორი ალენმა და ოთარ ფხაკაძემ შორი სროლები ზუსტად
შეასრულეს და დასრულებამდე 4 წუთით ადრე „დინამო“ 67:75 ჩამორჩა. თუმცა ამით ამის შემდეგ
დინამოელებმა მოინდომეს და ანგარიშიც გაათანაბრეს – 75:75, თუმცა დარჩენილ წუთნახევარში
„მგზავრებმა“ დაცვაში საიმედოდ ითამაშეს და ფხაკაძის სამიანის ადა ალენის საჯარიმოების
შემდეგ ცხრილის ბოლოადგილოსანმა ლიდერი დაამარცხა – 80:77.

„მგზავრებში“ 20 ქულით საუკეთესო იყო კორი ალენი.
10-10 ქულა დაგროვდა გიორგი ცირეკიძისა და რეჯინალდ მერფის ანგარიშზე. ამ უკანასკნელმა
10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. „დინამოში“ 16-16 ქულით ილია ლონდარიძე
და მიხეილ ბერიშვილი გამოირჩნენ. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):

„როგორც გამოჩნდა, შეგვძლებია. ველოდი ამ გამარჯვებას,
რადგან „დინამოსთან“ წინა მატჩი კარგად ვითამაშეთ და ბოლო პერიოდში დავმარცხდით. გუნდმა
მოინდომა, მობილიზება მოვახდინეთ და გამარჯვებაც დამსახურებული იყო. ვულოცავ ჩემს გუნდს
და მომავალშიც ასეთი შემართებით თამაშის გაგრძელებას ვისურვებ“ 
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): 
„პირველ რიგში ვულოცავ მგზავრებს დამსახურებულ გამარჯვებას. ყველა კომპონენტში გვაჯობეს: ფარზე მოხსნა, ჩაჭრები, მოტივაცია – ყველაფერში უკეთესები იყვნენ. დინამოს წაუგებელი ჯაჭვი სადღაც უნდა გაწყვეტილიყო, თუ შეიძლება ასე ითქვას.“