დინამომ რუსთავი დაამარცხა

დინამომ რუსთავი დაამარცხა

 სტატისტიკასუპერლიგის მე-13 ტური რუსთავში ერთი მატჩით დასრულდა.
რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ ირაკლი ხოშტარიას „დინამო“ მიიღო და თანაბარი
პირველი ტაიმის შემდეგ მეორეში გაუჭირდა, საბოლოოდ კი 70:93 დამარცხდა.

რუსთაველებს ამ ტურამდე 8 გამარჯვება ჰქონდათ და მიუხედავად
იმისა, რომ დაუმარცხებელ „დინამოს“ მასპინძლობდნენ, მოგების ამბიცია ჰქონდათ. ქვემოქართლელებმა
ისე შედეგიანად დაიწყეს თამაში, მესამე პერიოდამდე მათი წარმატება რეალური ჩანდა, თუმცა
შემდეგ დინამოელთა ჯერიც დადგა და სტუმრებმა საზრიანი თამაშის წყალობით შეხვედრის ბედი
გადაწყვიტეს.

პირველი პერიოდი მასპინლებმა 20:18 მოიგეს, მეორე ათწუთეულიც
თანაბრად მიდიოდა. ხან რუსთაველები იგებდნენ მცირედით, ხანაც – თბილისელები. პირველი
ნახევარი ფრედ სრულდებოდა, თუმცა ბოლო წამზე დეონტა ვონმა ზუსტი გარღვევეით ორქულიანი
მიითვალა და დიდი შესვენებისთვის სტუმრები 42:40 დაწინაურდნენ.

მესამე მეოთხედის განახლებისთანავე რეზო ჩაჩანიძემ სამქულიანით
რუსთაველები ქულით დააწინაურა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მასპინძელთა მაქსიმუმი იყო.
დეონტა ვონმა ღნიშნულ პერიოდში 12 ქულა მიითვალა, „დინამომ“ კი 28:17 იმარჯვა და ბოლო
ათწუთეულის წინ თბილისელები 13 ქულით დაწინაურდნენ.

ბოლო მეოთხედში ბრძოლა არ შედგა. „დინამო“ გონივრულად
თამაშობდა – სამქულიანებაც ზუსტად ესროდა და ფარქვეშაც მეტოქეს ტოლს არ უდებდა. შედეგად,
სტუმრთა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია, შეხვედრის ბედი გაირკვა და მატჩის ბოლო 5 წუთში
მოედანზე ძირითადად სათდარიგოები იყვნენ.

„დინამოში“ 23 ქულით მიხეილ ჭოჭუა გამოირჩა. 22 ქულა
მიითვალა ვონმა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა თავი 14 ქულას მოუყარა. შეხვედრის ორმაგი
– 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ლევან ფაცაციამ. „რუსთავში“ 17 ქულით ბომბარდირი რევაზ
ჩაჩანიძე გახდა. 13 ქულა და 12 მოხსნა სერგო ათუაშვილის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მომდევნო, მე-14 ტური, რომლითაც მეორე წრე
დასრულდება, 28 და 29 დეკემბერს – რუსთავსა და თბილისში გაიმართება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):

– პირველ ტაიმში შედარებით გაგვიჭირდა, მაგრამ მესამე
პერიოდიდან ჩვენმა მოთამაშეებმა კარგად შეასრულეს მიღებული დავალებები და გამარჯვებამდე
იოლად მივედით. ხელისშემშლელი იყო დარბაზში არსებული სიცივე.

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):

– იგებს ის გუნდი, რომელიც დაცვიდან თამაშობს, ხოლო
აგებს ის, ვისაც დაცვა არ უვარგა. ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი დღეს დაცვა იყო და მიუხედავად
იმისა რომ მესამე პერიოდამდე ეტოქეს ტოლი არ დავუდეთ, საბოლოოდ მაინც წავაგეთ. „დინამოსთან“
საბრძოლველად სათანადოდ მზად ა ვიყავით, რადგან დარბაზში არსებული სიცივის გამმო სრულფასოვან
ვარჯიშს ვერ ვახერხებდით.