დინამომ ქუთაისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

დინამომ ქუთაისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

 სტატისტიკასუპერლიგის ბოლო, 28-ე ტური დღეს თბილისში, ერთი მატჩით
დაიწყო. ერთმანეთს ცხრილის ლიდერები – „დინამო“ და „ქუთაისი“ შეხვდნენ. მატჩის შედეგს
ცხრილში არაფრის შეცვლა არ შეეძლო: ნებისმიერ შემთხვევაში „დინამო“ რეგულარულ ჩემპიონატს
პირველ ადგილზე ასრულებდა, ხოლო ქუთაისელები – მეორეზე.

„დინამომ“ მიმდინარე სუპერლიგის გასული 3 დაპირისპირება
„ქუთაისს“ მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული
ჰქონდა, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი დამატებით დროში გაირკვა,
მანამდე კი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა.

ხან ერთი გუნდი გავიდოდა წინ, ხან – მეორე. ლიდერი
17-ჯერ შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 13-ჯერ დაფიქსირდა. ბოლო წუთებზე დინამოელებმა
4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა სტუმრებმა მოახერხეს გათანაბრება და ბრძოლა ოვერტაიმში
გაგრძელდა.

დამატებით დროში უფრო მობილიზებული „დინამო“ აღმოჩნდა,
რომელმაც დამატებითი დროის ბოლო წუთზე 3-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და ქუთაისელთა გადამწყვეტი
შეტევაც მოიგერია. საბოლოოდ თბილისელებმა კიდევ 2 ქულა მიითალეს და 87:82 გაიმარჯვეს.

მასპინძლებს 24 ქულით მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა.
21 ქულა ჩააგდო დეონტა ვონმა, ხოლო ნიკოლა მარავიჩის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთგან
23 ქულით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა, 19 ქულა, 8 პასი და 8 ჩაჭრა გიორგი ცინცაძემ მოაგროვა.

„დინამომ“ სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი პირველ
ადგილზე – 25 მოგებით და 3 მარცხით დაასრულა. ქუთაისელებმა კი მეორე ადგილი 20 მოგებითა
და 8 წაგებით დაასრულა. 28-ე ტურის დარჩნილი 3 მატჩი ხვალ თბილისსა და რუსთვში გაიმარეთბა. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ დინამოს გამარჯვებას. ჩვენ საქართველოს თასის ფინალისთვის და პლეიოფებისთვის მოვემზადებით.
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): განსაკუთრებული სატურნირო თვალსაზრისით არაფერი ყოფილა, უბრალოდ პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება იყო. ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად დავხარჯულიყავით და სრულად გვეჩვენებინა პოტენციალი. მთავარი მატჩი წინ 29 აპრილს გველოდება, საქართველოს თასის ფინალი. ვეცდებით უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.